სპექტრი+
რით გამოირჩევიან მწვანეთვალება ადამიანები
მწვანე ფერის თვალები ყველაზე მზაკვრულ თვალებად მიიჩნევა. თვალის სიმწვანეს ორი ფერის - ლურჯისა და ყვითლის თანაბარი ნაზავი განაპირობებს. მსგავსი თვალის ფერის მატარებელ ადამიანს თანდაყოლილი აქვს ორმაგი ენერგია - დონორისა და ვამპირის. ამიტომ მათში გაერთიანებულია ამტანობა, სიმტკიცე, სიჯიუტე, აგრესია, მიზანდასახულობა, პრინციპულობა და სტაბილურობა. დასახული მიზნისკენ თამამად მიიწევენ და ნებისმიერ დაბრკოლებას უმკლავდებიან. გამოირჩევიან ორგანიზატორული ნიჭით და გარშემომყოფებში ხშირად დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. მიუხედავად პოპულარობისა, ლიდერობისკენ არ ისწრაფვიან, პატივისცემას კი მოითხოვენ. მწვანეთვალება ადამიანები ცხოვრებას რეალისტურად უყურებენ. ხანდახან მათი ხასიათის განსაზღვრა რთულია, რადგან დღეს შესაძლოა სხვა ადამიანი იყოს, ხვალ კი აბსოლუტურად განსხვავებული. მათ შორის ბევრი წინასწარმეტყველი და ექსტრასენსია. ადვილად მანიპულირებენ ადამიანებით. სიამაყის წყალობით თავზე არავის დაისვამს. გამოხატავენ სითბოს და საკმაოდ ერთგულები არიან. მწვანე თვალების მატარებლები სიყვარულის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან, ამიტომ პარტნიორის ძიებას შესაძლოა მთელი ცხოვრება მოანდომონ. ხშირად კატებს ადარებენ - ვიდრე მის ნდობას მოიპოვებთ მიუწვდომელი და ძალიან დამოუკიდებელი გეჩვენებათ.
| Print |
FaceBook Twitter Google