სპექტრი+
ფუტკრის რძე ორმოცდათოთხმეტ დაავადებას კურნავს
ფუტკრის რძე რთული ბიოლოგიური პროდუქტია. ის შეიცავს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. ფუტკრის რძის ცილები მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით და ამიტომაც სრულფასოვანი არიან. მასში ბევრია С, B1, B2, B5, B6, B8 ვიტამინები, ბიოთინი, ფოლის მჟავა, ინოზიტი და ნაკლები- A, D, E ვიტამინები. ასევე შეიცავს 5,46% ცხიმებსა და 12,7% ნახშირწყლებს. მიკროელემენტებიდან საინტერესოა რკინა, მანგანუმი, თუთია და კობალტი, როგორც ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედის აცეტილქოლინი, ქოლინესტერაზა, საჭმლისმომნელებელი ფერმენტები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები – საერთო რაოდენობით 3,9%. ფუტკრის რძე ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას უმაღლეს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას, ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში დიაბეტით დაავადებულებში. იგი წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას. მათ შორისაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული ყაბზობა, ნევროზები, ღვიძლის დაავადებები, კლიმაქსური დარღვევები, უმადობა და სხვ.
| Print |
FaceBook Twitter Google