სპექტრი+
რატომ უნდა მივიღოთ ყოველდღე კარაქი
კარაქი ტიბეტელების ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პროდუქტია.ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ რაციონში. მათი განმარტებით კარაქის მიღება ყოველდღიურად აუცილებელია. 1. კარაქი A ვიტამინის ყველაზე ადვილად შესათვისებელი წყაროა. ეს ვიტამინი კი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის. 2. კარაქში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ამარტივებს ვიტამინების A, E, D, K-ს შეთვისებას. აქედან გამომდინარე, ხილი ბევრად უფრო სასარგებლო იქნება, თუკი მას კარაქთან ერთად მივიღებთ. 3. კარაქი არ ასუქებს. მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავების ქიმიური სტრუქტურა ისეთია, რომ შეწოვის შემდეგ ის მალევე იწვება და ცხიმის სახით ორგანიზმში არ გროვდება. კარაქის მირთმევის შემდეგ ჩნდება დანაყრების შეგრძნება, რაც ბევრი საკვების მიღების სურვილს მოგვიკლავს. 4. კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ანტიოქსიდანტები კი ყველაზე უკეთ გვიცავს კიბოსა და ათეროსკლეროზისგან. 5. არაპასტერიზებული კარაქი შეიცავს ეგრეთწოდებულ, ანტიმძიმემოძრაობის ფაქტორს (Wulzen ფაქტორს).ეს უკანასკნელი კურნავს ართრიტს, კატარაქტას და არტერიებს უფრო ელასტიკურს ხდის. 6. კარაქი იოდის საუკეთესო წყაროა. ამასთან ამ პროდუქტიდან იოდი ძალიან ეფექტურად შეითვისება. 7. კარაქი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ის ამცირებს ბავშვებში დიარეის, ხოლო უფროსებში კუჭის აშლილობის შემთხვევებს. 8. ვიტამინ K2-ის მაღალი შემცველობის გამო კარაქი ამცირებს კარიესისა და ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. 9. კარაქის ცხიმოვანი მოლეკულები ანეიტრალებენ ქრონიკულ ანთებებს, თავიდან აგვაცილებს ტოქსინების შეჭრას საჭმლის მომნელებელ სისტემაში. 10. და ბოლოს, კარაქში შემავალი ყველაზე ფასეული ინგრედიენტია – ნივთიერება ბიტურატი. ის დაბლა წევს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების (ლიპიდების) დონეს სისხლში, ამაღლებს ინსულინის მგრძნობელობას ძალიან შთამბეჭდავი რაოდენობით, 300 %-ით. კარაქის ხშირი მიღებისას იშვიათად ემართებათ ინფარქტი.
| Print |
FaceBook Twitter Google