სპექტრი+
დალიეთ ყავა ყოველდღე
მრავალი წლის წინ ყავის შესახებ იყო სხვადასხვა მოსაზრება : მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კოფეინი მავნებელი იყო ადამიანის ორგანიზმისთვის. ბოლოდროინდელმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ყავას არა მარტო ზიანის მოტანა შეუძლია, არამედ სასარგებლოც კია ადამიანისთვის.
ნათელი მაგალითია ყავის ეფექტი ღვიძლზე. ეს სასმელი ამცირებს ღვიძლის ფერმენტების დონეს და ანელებს ქსოვილების დაზიანებას. პაციენტებს , რომლებსაც აქვთ ჩ ჰეპატიტი, ურჩევენ დალიონ ყავა, რადგან ის აჩერებს დაავადების პროგრესს. ეს ეხება ყავას და არა კოფეინს !
ამერიკის შეერთებული შტატების კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ ყავა ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას და ამცირებს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკს. ღვიძლის ნაკლებად გამოხატული გაცხიმოვნება შეიმჩნევა იმ პაციენტებში, რომლებიც სვამენ ყავას.
ყავა სასარგებლოა არა მარტო ღვიძლისთვის, არამედ შეიცავს ისეთივე სახის ანტიოქსიდანტს, როგორც ხილი და ბოსტნეული.თუ გსურთ თავი დაიზღვიოთ გაზაფხულობით ინფექციებისგან - დალიეთ ყავა უფრო ხშირად.
ყავა ამცირებს სისხლში შაქრის რაოდენობას. ის ადამიანები ვინც რეგულარულად იღებენ ყავას გარკვეულწილად თავიდან იცილებენ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების საფრთხეს. რა თქმა უნდა არ არის რეკომენდირებული ყავის და ბევრი ტკბილეულის ერთად მიღება, რადგან ის მაღლა სწევს შაქრის დონეს სისხლში. უმჯობესია დალიოთ ყავა რძით, ან მიაყოლოთ თხილი და ხილი.
დღეში სამი ჭიქა ყავის დალევით თქვენ დებთ თქვენს ინვესტიციას ბედნიერ მოხუცებულობაში. ყავა ამცირებს 65 % - ით ალცაიმერის განვითარების რისკს. ასე, რომ მეხსირების დაკარგვა თქვენ არ გემუქრებათ და ტვინი შესანიშნავად იმუშავებს ღრმად მოხუცებულობაშიც კი.

წყარო: იხილეტ.გე

| Print |
FaceBook Twitter Google