სპექტრი+
ჯანჯაფილის უნიკალური თვისებები
ჯანჯაფილი სასარგებლო მცენარეა, მას გახდომის გარდა სახის კანისთვისაც იყენებენ. სახის ცხიმიანი კანის მოსავლელად რეკომენდებულია შემდეგი რეცეპტი: ერთი სადილის კოვზ თეთრ თიხას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჯანჯაფილის, გვირილისა და მწვანე ჩაის ექსტრაქტი. ნიღაბი წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

მოდუნებული კანისთვის გამოგადგებათ ბროწეულისა და ჯანჯაფილის ნიღაბი: ჯანჯაფილის ნედლი ფესვი გახეხეთ და 2 სადილის კოვზს დაუმატეთ ახალგამოწურული ბროწეულის წვენი, იმდენი, რომ ერთგვაროვანი ფაფისებური მასა მიიღოთ. ნიღაბი წაისვით სახესა და ყელზე და 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კანს უბრუნებს სიმკვრივეს, კვებავს ვიტამინებით და აფერხებს კანზე ბაქტერიების გავრცელებას.

შინაურ პირობებში ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ჯანჯაფილის კრემი, რომელიც ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოგადგებათ: ჯანჯაფილის ცოტაოდენი ნედლი ფესვი გახეხეთ, გამოწურეთ მისგან 7-8 წვეთი წვენი, დაუმატეთ ორ-ორი ჩაის კოვზი ქუნჯუთის, გარგარის კურკები და E ვიტამინის ზეთი, ასევე ½ ჭიქა კაკაოს ცხიმი.

ყველა ინგრედიენტი მინის ჭურჭელში მოათავსეთ და წყლის ორთქლზე შემოდგით. გააჩერეთ, ვიდრე კაკაოს ცხიმი არ გადნება და ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად არ შეერევა. მიღებული ნაზავი გადაიტანეთ სუფთა თავსახურიან ქილაში და მაცივარში შეინახეთ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჯანჯაფილი /