სპექტრი+
ნიახურის დადებითი და უარყოფითი თვისებები
ნიახური, როგორც ცნობილია, არა მარტო გემრიელი სანელებელი, არამედ სამკურნალო მცენარეცაა. ის ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. მას ურჩევენ თირკმლის დაავადებების, რევმატიზმისა და პოდაგრის დროსაც. ნიახურში ბევრი ვიტამინი, ცილა, ამინმჟავა (კაროტინი, ასპარაგინი, ნიკოტინის მჟავა, თიროზინი, ეთერზეთები), მიკროელემენტი და მინერალია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთათვის, რადგან აუმჯობესებს წყალმარილოვან ცვლას. ნიახური დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულებზეც.

ნიახურს აქვს ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და მატონიზებელი თვისებები, აუმჯობესებს მადას. С ვიტამინის შემცველობის წყალობით აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ეფექტურია ჰიპერტონიის დროს. მასში არსებული რკინა, მაგნიუმი და კალციუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ორიოდე ღერი ნიახური А და С ვიტამინების დღიური ნორმის 15%-ს შეიცავს.

ნიახურს მხოლოდ ტოქსინები კი არ გამოაქვს ორგანიზმიდან, არამედ ნივთიერებათა ცვლასაც აუმჯობესებს, რაც შესაძლოა წონის კორექციაში დაგვეხმაროს. ის დაბალკალორიულია და შეიცავს უჯრედისს, რომელიც შიმშილის გრძნობას აკონტროლებს. 100 გრამი მწვანილი მხოლოდ 16 კალორიას შეიცავს.

მისი ყველაზე სასარგებლო ნაწილი ფესვია, რომელსაც ამატებენ ღვიძლისა და თირკმელების სამკურნალო პრეპარატებს და იყენებენ სასქესო ფუნქციის გასაძლიერებლად.

• ნიახური უხდება თმას, ფრჩხილებს და კანს;
• ამსუბუქებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს;
• ხელს უწყობს ინფექციური დაავადების პრევენციას;
• აძლიერებს იმუნიტეტს;
• კარგია ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების პროფილაქტიკისთვის;
• ამშვიდებს
ნერვულ სისტემას;
• კურნავს თირკმელების და შარდსასქესო სისტემის დაავადებებს;
• დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე;
• ამცირებს ანთებით პროცესს და ტკივილს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა გასტრიტი და კუჭის წყლული, რადგან შეიცავს წყლულის საწინააღმდეგო U ვიტამინს;
• გვეხმარება ცილების უკეთ ათვისებაში.

გარდა ამისა, ნიახურს უარყოფითი კალორიულობა აქვს, ანუ ორგანიზმი მისი მონელებისას გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე იღებს, ამიტომ დიეტური კვებისას ის ერთგული დამხმარეა.

ნიახური სასარგებლოა ბავშვებისთვისაც, განსაკუთრებით - გაზაფხულზე. საკვებში მისი დამატება საჭიროა ჰიპოვიტამინოზის აღმოსაფხვრელად.

ვისთვის არ შეიძლება ნიახური
ნიახური ეკრძალებათ ორსულებს, განსაკუთრებით - მესამე ტრიმესტრში: შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობის მიზეზად იქცეს, ვინაიდან შეიცავს ნივთიერებას, რომელიც საშვილოსნოს შეკუმშვას უწყობს ხელს. ნიახური არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდშიც მძაფრი ეთერზეთების შემცველობის გამო.

მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მათაც, ვისაც თირკმელებში კენჭი აქვს, რადგან შესაძლოა, მის დაძვრას გაუწიოს პროვოცირება და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა წარმოშვას.
სიფრთხილით მიღება მართებთ მათ, ვისაც მომატებული აქვს კუჭის მჟავიანობა, რადგან იგი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას.

ნიახური უკუნაჩვენებია თრომბოფლებიტის, ვარიკოზის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის, ხანდაზმულ ასაკში ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს.

წყარო: მკურნალი.გე


| Print |
FaceBook Twitter Google