სპექტრი+
რა იწვევს სკოლიოზს
სკოლიოზის განვითარებას ხელს უწყობს რაქიტი, ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიები, ტუბერკულოზი, პოლიომიელიტი, ხერხემლის ტრავმები. მისი გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები კი არის:

• კუნთოვან-იოგოვანი უკმარისობა - ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, რაც ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს;
• ენდოკრინული ჯირკვლების დისფუნქცია - სქესობრივი მომწიფების ასაკში, როდესაც ორგანიზმში ხდება ჰორმონული ძვრები, მცირდება ძვლების სიმკვრივე, რაც არასწორი ფიზიკური დატვირთვის დროს ხერხემლის გამრუდებით სრულდება;
• დისპლაზიური ფაქტორი - დისპლაზიური პროცესები ასუსტებს ძვლოვან ქსოვილს;
• ნეიროგენული ფაქტორი - ნეიროგენული თეორია სკოლიოზის განვითარებას ნერვული სისტემის პათოლოგიებს უკავშირებს;
• სტატიკურ სკოლიოზს განაპირობებს ზურგისა და
მუცლის კუნთების სისტემატური ცალმხრივი სტატიკური დატვირთვა. ასეთია, მაგალითად, პროფესიული და ფუნქციური სკოლიოზები, მათ შორის - სასკოლო სკოლიოზიც. დიდია მათ განვითარებაში კომპიუტერის როლი;
• პათოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ბრტყელი ტერფი და ტერფის მაღალი თაღიც;
• არსებობს თანდაყოლილი სკოლიოზებიც, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში სხვადასხვა დარღვევითა და მემკვიდრეობითი ფაქტორებით არის განპირობებული.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლიოზი /