სპექტრი+
წითელი ღვინის სასარგებლო თვისებები
ერთი ჭიქა ღვინის მიღება ყოველდღე რომ სასარგებლოა, ეს ყველამ იცის. თუ მას სადილის მაგივრად ძილის წინ ვახშამზე დალევთ, წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.

ღვინის მიღების შემდეგ თავს დანაყრებულად იგრძნობთ და ჭამის სურვილი აღარ გაგიჩნდებათ.

გარდა ამისა, დალევის შემდეგ კალორიები უფრო აქტიურად იწვება. კვლევის შედეგად ქალების უმრავლესობა, რომელიც ყოველდღე მიირთმევდა წითელ ღვინოს, ბევრად უფრო გამხდარი იყო, ვიდრე ისინი ვინც იშვიათად სვამდნენ.

წითელი ღვინო აღიარებულია, როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც ეხმარება ადამიანს გულთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. სასარგებლოა ასევე ალცჰეიმერის და კიბოს პრევენციისთვის.

დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა თუ მას ზომიერად, დღეში ერთ ჭიქას მიირთმევთ, შედეგად მუდმივად სულ სასურველ ფორმაში იქნებით.

| Print |
FaceBook Twitter Google