სპექტრი+
სიცხის დამწევი ბუნებრივი საშუალებები
ტემპერატურული რეაქციის შესუსტება-შენელება, მისი დათრგუნვა (ანუ სიცხის ხელოვნურად სხვადასხვა მედიკამენტით დაწევა) ხშირ შემთხვევაში ორგანიზმისთვის მავნებელია.
როგორც სპეციალისტები ამბობენ: 38,5 გრადუსამდე ტემპერატურის მატება საგანგაშოდ არ უნდა მივიჩნიოთ და სასურველია მის დაწევაში ხელოვნურად არ ჩავერიოთ, თუ რა თქმა უნდა, ადამიანს არ აღენიშნება კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება. ცხელებას, საზოგადოდ, უმჯობესია ნატურალური სიცხის დამწევი (ანტიპირეზული) საშუალებებით ვებრძოლოთ. ამ საშუალებებს შორისაა სხვადასხვა მცენარის ნაყოფი, კვირტი, ფოთოლი, ყვავილი და სხვ.
კერძოდ, სიცხის დამწევი ეფექტი განსაკუთრებით კარგად აქვს გამოხატული ჟოლოს, მარწყვის, ალუბლის, წითელი და შავი მოცხარის, ქლიავისა და ფორთოხლის ნაყოფს. ჩამოთვლილი ნაყოფი თუ კენკრა სალიცილის მჟავას გარდა შეიცავს ვიტამინებს, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელ ნივთიერებებს. შესაბამისად, უფრო ეფექტური და სასარგებლოა, ვიდრე ხელოვნური მედიკამენტები. მითითებული ხილი თუ კენკრა ნებისმიერი სახით შეიძლება გამოიყენოთ, ნატურალური ან მურაბის სახით. მურაბა შეგიძლიათ ჩაის დაამატოთ.
სიცხის დამწევი მოქმედებით გამოირჩევა შემდეგი მცენარეებიც: თავშავა, არყის კვირტები, გულყვითელა და ცაცხვის ყვავილი. ყველა მათგანს იმავდროულად ოფლმდენი ეფექტიც აქვს. აღნიშნულ მცენარეთა გამოყენებისას უმჯობესია მოამზადოთ მათი ნაყენი. ამისათვის 2 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ.

გაითვალისწინეთ, რომ სიცხის დამწევი და ოფლმდენი ეფექტი აქვს თაფლსაც. ბუნების ეს საოცრება იმავდროულად აძლიერებს იმუნურ სისტემას, გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება.

წყარო: მკუნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google