სპექტრი+
რომელი დაავადება იწვევს ფრჩხილებზე შავი ლაქის გაჩენას
ფრჩხილებზე შავი ლაქების გაჩენა საყურადღებო სიმპტომია, მით უმეტეს, როცა ადგილი არ ჰქონია ტრავმას.
შავი ლაქების გაჩენის შემთხვევაში უნდა გაესინჯოთ თერაპევტს, შემდეგ კი - დერმატოლოგს. ფრჩხილების ფერის შეცვლას ვუწოდებთ დისქრომიას, ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ცვლილებები ფრჩხილების შეფერილობაში განპირობებულია მელანინის,
ჰემოსიდერინის და ა.შ. პიგმენტების დაგროვებით.

ფრჩხილების პიგმენტაცია ხშირად თან ერთვის კანის ზოგიერთ ინფექციას, ენდოკრინული სისტემის დაავადებებს. მაგალითად, მოლურჯო-მოშავო ფრჩხილები გვხვდება მგლურათი დაავადებულებში. ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს იგივე შეფერილობა. დიაბეტური განგრენის დროს არტერიების თრომბოზის გამო ფრჩხილები იღებს შავ შეფერილობას.

ამრიგად, კანის და სომატურ დაავადებებს აქვთ თავისი გამოვლინება ფრჩხილებზე. სწორედ ამიტომ პაციენტის ყოველმხრივ შესწავლა საჭირო.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google