სპექტრი+
რა იცავს ქალებს ნაადრევი სიკვდილისგან
გვირილა ფართოდ გავრცელებული სამკურნალო მცენარეა. მას სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ.
ტეხასის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მრავალწლიანი საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს. ისინი 1677 მექსიკელ ემიგრანტს 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

კვლევაში მონაწილე მოხალისეების 14 % გვირილის ჩაის მოყვარული იყო და მას რეგულარულად მიირთმევდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მისმა რეგულარულად გამოყენებამ 29 %-ით შეამცირა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი ქალებში. მამაკაცებში ასეთი ეფექტი არ დაფიქსირებულა.

ამის მიზეზი უცნობია, თუმცა, საზოგადოდ, ქალები უფრო ხშირად სვამდნენ ჩაის, ვიდრე მამაკაცები. დაკვირვების პროცესში სპეციალისტების მიერ გათვალისწინებული იყო შედეგებზე მოქმედი ყველა ფაქტორი - მოხალისეთა ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქრონიკული პათოლოგიები და სხვ.

მკვლევარებს ჯერ კიდევ არ აქვთ კონკრეტული პასუხი კითხვაზე, რატომ არის ასე სასარგებლო გვირილის ჩაი ქალებისთვის. თუმცა, უკანასკნელი კვლევები ადასტურებს, რომ ეს სასმელი აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში, დადებით გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის პრობლემებისას, შაქრიანი დიაბეტის გართულებებისა და შფოთვა-განგაშით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობების დროს.

გარდა ამისა, გვირილას გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტითრომბოციტული თვისებები და ამასთან, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გვირილის ჩაი /