სპექტრი+
რა ზიანი მოაქვს არასწორად შერჩეულ ბალიშს
ბევრი ადამიანი არასწორად ირჩევს ბალიშს, რითაც სერიოზულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს. ხერხემლისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მატრასი უნდა იყოს მკვრივი.



შეფასების ძირითადი კრიტერიუმი მისი მოხერხებულობაა. ძალიან რბილი ბალიში იწვევს ნაადრევი ნაოჭების გაჩენასა და სახის შეშუპებას, რაც სისხლის მიმოქცევის შენელებითაა გამოწვეული. ასევე მნიშვნელოვანია ბალიშის შიგთავსი. სპეციალისტები არ გვირჩევენ ბუმბულის ბალიშის შეძენას, რადგანაც ის ხშირად ხდება მტვრის ტკიპას ადგილსამყოფელი. ეს უკანასკნელი, კი როგორც ცნობილია, შედის ალერგიული რეაქციებისა და კანის დაავადებების მაპროვოცირებელ ყველაზე გავრცელებული ფაქტორების ჩამონათვალში. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება სინთეტიკური შიგთავსი, რომელიც უფრო ჰიგიენურია და უკეთ უნარჩუნებს ბალიშს ფორმას.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google