სპექტრი+
რა საფრთხეს უქმნის კონდიციონერი ადამიანს
ექიმების რჩევით, კონდიციონერების გამოყენება მინიმუმამდე უნდა შევზღუდოთ. საქმე ეხება საშიშ ბაქტერიას - ლეგიონელას.

როგორც ანალიზმა აჩვენა, აღნიშნული პათოგენები ნაპოვნია თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრში, სასტუმროში, საავადმყოფოში, დეკორატიულ შადრევნებში, აუზებსა და ჰაერის გაგრილების სისტემებში. ლეგიონელოზი მძიმე, მწვავე დაავადებაა. ექიმები მას ტიპურ ტექნოგენურ ინფექციად მიიჩნევენ, რომელთა გამრავლებასა და გავრცელებაში კონდენციონერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პრობლემას ქმნის კონდიციონერების მომსახურების ნორმების დაუცველობა. ნორმატივით ამ ხელსაწყოს გასუფთავება უნდა მოხდეს 2 წელიწადში ერთხელ, თუმცა კომერციული სათავსოების მფლობელები, როგორც წესი, ამ პროცედურაზე ეკონომიას აკეთებენ, ამიტომ ნებისმიერი ადამინი შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ.


წყარო:მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google