სპექტრი+
ყველაზე სასარგებლო პროდუქტები
ბევრმა არ იცის, რა დანიშნულება გააჩნია ამა თუ იმ პროდუქტს და რა სასარგებლო თვისებები აქვს. გთავაზობთ  ზოგიერთ მათგანს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

გარგარის შემადგენლობაში შედის ბეტა კაროტინი, რომელიც საშუალებას არ აძლევს თავისუფალ რადიკალებს, აქტიურად დაშალონ ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურები. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში ა ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც თავიდან გვაცილებს კიბოს ზოგიერთ სახეობას, განსაკუთრებით - კანის კიბოს. გარგარი შეიძინეთ, სანამ ჯერ კიდევ მკვრივია. როგორც კი დარბილდება, ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.

ავოკადო - ოლეინის მჟავა, უჯერი ცხიმები, რომლებიც ამ ხილის შემადგენლობაში შედის, ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს და ზრდის კარგი ლიპოპროტეინების რაოდენობას. ავოკადოს ნაყოფი მდიდარია უჯრედისით.

ჟოლო მდიდარია ელაჯიკის მჟავათი - ნივთიერებით, რომელიც აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას, აგრეთვე - ც ვიტამინით, რომელიც აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას.

საშუალო ზომის მანგოს ნაყოფი შეიცავს 57 მგ ც ვიტამინს, რაც თითქმის ადამიანის სადღეღამისო ნორმის ტოლია. ეს ანტიოქსიდანტი გვეხმარება ართრიტის თავიდან აცილებაში, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. მდიდარია ა ვიტამინითაც.

ნესვი შეიცავს ც ვიტამინს და ბეტა კაროტინს - ორ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომლებიც უჯრედებს თვისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან იცავს. გარდა ამისა, ნახევარი ნესვი შეიცავს 853 მგ კალიუმს - ორჯერ მეტს, ვიდრე ერთი ცალი ბანანი. კალიუმი აუცილებელია გულისთვის, ამცირებს სისხლის წნევას.

შტოშის წვენი ებრძვის შარდის ბუშტში ლოკალიზებულ ინფექციას, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ერთი ჭიქა შტოშის წვენის ენერგეტიკული ღირებულებაა 144 კილოკალორია. არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

ლიკოპენი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაროტინოიდია. იგი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. გამოკვლევები მოწმობს, რომ პომიდორი ამცირებს შარდის ბუშტისა და კუჭის დაავადებებს; გარდა ამისა, თუ მას ყოველდღე მიირთმევთ, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობა 50%-ით შეგიმცირდებათ.

ქიშმიში რკინის ძირითადი წყაროა, რკინას კი ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანა აკისრია. ნახევარი ჭიქა ქიშმიშის ენერგეტიკული ღირებულებაა 218 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს.

ლეღვი კალიუმის საბადოა. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინ ბ6-ს, რომელიც სეროტონინის - სიამოვნების ჰორმონის - სინთეზს განაგებს. ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

ლიმონის შემადგენლობაში შედის ლიმონენი და ც ვიტამინი, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს თავიდან აცილებას. მისი ენერგეტიკული ღირებულება ძალიან დაბალია, არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

ხახვი მდიდარია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფლავონოიდით - კვერციტინით. კვლევები ცხადყოფს, რომ მისი რეგულარული მოხმარება კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google