სპექტრი+
ხახვის სასარგებლო თვისებები
ხახვი სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს.

ხახვი, ისევე, როგორც ნიორი, მდიდარია გოგირდშემცველი ნაერთებით, რომელიც მას მძაფრ არომატს და სასარგებლო ეფექტებს ანიჭებს. არსებობს დაავადებების რამოდენიმე ჯგუფი, რომლის დროსაც ხახვის გამოყენება მაქსიმალური სარგებელის მომტანია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა- ხახვში არსებული გოგირდის შენაერთებს ახასიათებს ანტიკოაგულანტური ეფექტი. ისევე, როგორც ნიორს, ხახვსაც გააჩნია ჰიპოლიპიდემიური თვისება (ქოლესტერინისა და თრიგლიცერიდების დონის დაქვეითება).

ძვალ-სახსროვანი სისტემა- ხახვი ზრდის ძვლის ქსოვილის სიმკვრივეს, ამიტომ იგი შეიძლება კლიმაქტერული ასაკის ქალებისთვის „არჩევით ბოსტნეულად“ იქცეს. ხახვის ყოველდღიური მიღებით მოტეხილობების რისკი ქვეითდება.

ონიონინი - ხახვში არსებული უნიკალური გოგირდშემცველი ნაერთია. ის თრგუნავს არასასურველი, ანთებითი რეაქციის ინიციატორების აქტივობას. ანტიოქსიდანტ კვერცეტინსაც ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.

არაერთხელ დამტკიცდა, რომ ხახვის მიღება ამცირებს ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარების რისკს.

ინფექციები- გოგირდის შემცველი ნაერთებისა და ფლავანოიდ კვერცეტინის გამო ხახვს გააჩნია მძლავრი ანტიბაქტერიული დამცველობითი უნარიც.

ფლავანოიდები ხახვში კონცენტრირებულია ძირითადად გარეთა შრეებში. ამიტომ, მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, რაც შეიძლება ნაკლები, საჭმელად ვარგისი რბილობი უნდა მოვაშოროთ. ხახვი უნდა მომზადდეს ნელ ცეცხლზე, ასე კვერცეტინის დიდი ნაწილი გადადის წყალში, მაგრამ არ იშლება, ან მივიღოთ უმი სახით.


წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google