სპექტრი+
ბუნებრივი ანტიდეპრესანტები
ნიგოზი ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის. მასში შემავალი საკვებ ნივთიერებათა ნაკრები ხელს უწყობს ნათელ აზროვნებას, პოზიტიურს ხდის ცხოვრებისადმი შეხედულებას და ზოგად განწყობას.

ეს, უპირველეს ყოვლისა, ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების დამსახურებაა. ისინი ანტიდეპრესანტების როლს ასრულებენ.
ნიგოზი თუთიის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და ფოსფორის მნიშვნელოვანი წყაროა. ეს ელემენტები კი ტვინის უჯრედთა (ნეირონების) ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ნიგოზი მდიდარია აგრეთვე C, P, PP ვიტამინებით, რომლებიც ზრდის ტვინის აქტივობას.
ბრაზილიური ნიგოზი (ერთერთი ყველაზე ცხიმიანი სახეობა) სელენის უმდიდრესი წყაროა. სელენი კი, მოგეხსენებათ, ტვინისათვის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია.

გოგრის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, სხვადასხვა მჟავებს, A და B ვიტამინებს, რომლებიც ამცირებს ორგანიზმის ზოგად დაღლას და ამაღლებს გუნება-განწყობას.
ამ სასარგებლო პროდუქტთა ოპტიმალური დღეღამური დოზა 30-50 გრამია. თუმცა, ნიგვზის მსგავსად გოგრის თესლსაც გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები. ალერგიულმა პირებმა სიფრთხილით უნდა მიირთვან როგორც ერთი, ასევე მეორე პროდუქტი. გარდა ამისა, ნიგვზის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებათა გამწვავება გამოიწვიოს.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google