სპექტრი+
ანტისიმსივნური პროდუქტების სიაში სტაფილოც მოხვდა
სტაფილოს რეგულარულად გამოყენებამ შესაძლოა მკერდის გარკვეული სახის სიმსივნეთა განვითარება 60 %-ით შეამციროს. მთავარი როლი ბეტა-კაროტინს აკისრია.

სწორედ ის ანიჭებს ხილსა და ბოსტნეულს დამახასიათებელ შეფერილობას. ეს ნივთიერება უხვადაა ისპანახში, წითელ წიწაკასა და მანგოში. შესაბამისად, ყველა ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა. სტაფილოს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტზე სპეციალისტები გარკვეული გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით საუბრობენ. მათ შეისწავლეს 1500 ჯანმრთელი და ამდენივე სიმსივნით დაავადებული ქალი. მეცნიერებს აინტერესებდათ საკვლევ პირთა საკვები რაციონი და სისხლის მაჩვენებლები (შეისწავლებოდა ბეტა-კაროტინის, C ვიტამინის, ლიკოპინისა და სხვა მცენარეული შენაერთების დონე).

აღმოჩნდა, რომ ქალებს შორის, რომლებიც რეგულარულად მიირთმევდნენ ბეტა-კაროტინით მდიდარ პროდუქტებს, მკერდის ესტროგენ-ნეგატიური კიბო 40-60 %-ით უფრო იშვიათი იყო. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ესტროგენ- პოზიტიური კიბოს შემთხვევაში ბეტა-კაროტინი ნაკლებად "მუშაობს".

მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ბეტა-კაროტინის შემცველი დანამატების მიღებას არ უწევენ რეკომენდაციას. როგორც ირკვევა, "ბადები" უხშირესად ბეტა-კაროტინის დიდ დოზებს შეიცავს. ხოლო აღნიშნული ნივთიერების სიჭარბეს წინათ გარკვეულ პირებთან ფილტვის სიმსივნის განვითარებას უკავშირებდნენ. როგორ ახდენს ბეტა-კაროტინი ანტისიმსივნურ მოქმედებას, მეცნიერებმა ჯერ არ იციან, თუმცა, ჯანსაღი კვება და კონკრეტულად სტაფილოს რეგულარულდ ჩართვა საკვებ რაციონში მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google