სპექტრი+
ნივთები, რომელსაც სახლში წარუმატებლობა მოაქვს
მაშინ, როდესაც დგება დრო, რომ ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად წარუმატებელი პერიოდი იწყება, ვიწყებთ მიზეზების ძებნას... შეიძლება ვერც კი იფიქროთ, რომ ამ ყველაფერის მიზეზი თავად იყოთ, რადგან გარშემო ე.წ. ნეგატიური საგნები გაქვთ.
თუ ჰარმონიის აღდგენა გსურთ, თავიდან მოიშორეთ ასეთი საგნები.

  • მკვდარი საგნები - გამხმარი ყვავილები, მოკლული ცხოველების ფიტული და ნიჟარები. თუ გიყვართ ცოცხალი ყვავილები, ყურადღება მიაქციეთ, რომ დაჭკნობის შემთხვევაში აუცილებლად თავიდან
მოიშოროთ. ნიჟარები კი რეგულარულად უნდა წმინდოთ, რათა თავიდან აიცილო ცუდ აურასთან დაკავშირებული პრობლემები.

  • სურათები, რომლებზეც ბუნებრივი კატასტროფებია გამოსახული - საუბარია არა მხოლოდ გლობალურ კატასტროფებზე, არამედ იმ ნახატებზეც, რომლებზეც ასახულია ძლიერი
წვიმა, ზვავი და სხვა მოვლენები, რომლებიც უსიამოვნო ემოციებს იწვევს.

  • კენტად დარჩენილი ოდესღაც წყვილი საგნები- თუ სახლში ცალი თხილამური ან ცალი ბოტასი გაქვთ შემორჩენილი, რომელიც ოდესღაც ძალიან მოგწონდათ, მაგრამ მისი წყვილი
დაკარგეთ, დროა ისიც გადააგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წარუმატებლობის მიზეზი გახდეს.

  • გაჩერებული საათი- საათის გაჩერება ძალიან ცუდი ნიშანია, ამიტომ იზრუნეთ იმაზე, რომ სახლში ყველა საათი მუშაობდეს. თუ გაგიფუჭდათ და შეკეთება შეუძლებელია, გულიც
არ დაგწყდეთ, ისე გადააგდეთ.

  • გაცვეთილი ცოცხი- ის, რითაც სახლში წესრიგსა და სისუფთავეს ინარჩუნებთ, თავადაც წესრიგში უნდა იყოს. თუ თქვენი ცოცხი უკვე დაძველდა და ღერებად იშლება, გადააგდეთ
და ახალი შეიძინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ეს ფინანსურ დანაკარგებს მოგიტანთ.

  • წვრილმანი ნაგავი ჯიბეში, ჩანთაში, საფულეში- როგორც ამბობენ, ამგვარი წვრილმანებით იწყება მსხვილი პრობლემები. იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ჰარმონია იყოს,
შეეცადეთ ყველა ნივთი წესრიგში გქონდეთ.

  • საგნები, რომლებსაც 3 წელზე მეტია არ იყენებთ- მათში ინერტული ენერგია გროვდება, ამიტომ აფერხებენ განვითარებას თქვენს ირგვლივ.

  • გატეხილი მინა და ჭურჭელი- გატეხილი მინა განასახიერებს საფრთხეს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სახლში ფანჯრები, ჭურჭელი და სხვა მყიფე საგნები ყოველთვის
მთელი იყოს! ხოლო გატეხილი კი დაუყოვნებლივ გადავაგდოთ.

  • ძველი ნივთები- თუ ძველი ტანსაცმელი გადასაგდებად არ გემეტებათ, მიეცით იგი ქველმოქმედებისთვის. არ ღირს სახლში შეინახოთ ის, რასაც აღარასოდეს გამოიყენებთ.

წყარო: intermedia.ge

იხილეთ ამავე თემაზე:

ა არ უნდა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს
რა ზიანის მოტანა შეუძლია გაბზარულ ნივთს
რა ვაჩუქოთ ზოდიაქოს ნიშნებს ახალ წელს
როგორ გავანეიტრალოთ უარყოფითი ენერგია

| Print |
FaceBook Twitter Google