სპექტრი+
მცენარეები მშვიდი ძილისთვის
თუ ცუდად გძინვათ და წამლებიც აღარ გშველით, მაშინ საძინებელში მცენარეები უნდა დადგათ.

ქვემოთ ჩამოთვლილი ყვავილები გარდა იმისა, რომ ჰაერს ასუფთავებს , ღამე მშვიდი ძილის საშუალებასაც მოგცემთ.
ჟასმინი -იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჟასმინი საუკეთესო საძილე საშუალებაა. არომატული მცენარე აუმჯობესებს ძილს, გამოღვიძებისას კი თავს მხნედ იგრძნობთ.
ლავანდა - თუ შიში და უძილობა გაწუხებთ, ლავანდა მოიმარაგეთ. მისი არომატი ძილსაც გაგიუმჯობესებთ და დაგამშვიდებთ კიდევაც.

გარდენია - ძილის წამალზე უკეთესად მოქმედებს ადამიანზე. გერმანელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი თეთრ თაგვებზე ჩაატარეს. თაგვები, რომლებიც გარდენიას არომატულ კონტეინერებში ჰყავდათ. ისინი სხვებთან შედარებით მშვიდად იყვნენ.
სანსევიერია - ზოგჯერ მას "დედამთილის ენასაც" ეძახიან. იგი ოთახს ჟანგბადით ავსებს. საუკეთესოა საძინებელში დასადგმელად.. "ნასას" კვლევით, სანსევიერია ჰაერის გამწმენდი საუკეთესო საშუალებაა.

ალოე - კიდევ ერთი ნატურალური წამალი, რომელიც მოგიხსნით ანთებას, შეგიხორცებთ იარებს. ჰაერს ასუფთავებს შხამ-ქიმიკატებისგან. ამიტომ სასურველია, იგი საძინებელში მოათავსოთ. თუ ჰაერი ქიმიური ნივთიერებებითაა მოწამლული, ალოეს ფოთლები ყავისფერი ლაქებით იფარება, რაც საშიში სიტუაციაზე მიგახვედრებთ.
ინგლისური სურო - "ნასამ" ინგლისურ სუროს საუკეთესო მცენარეების სიაში პირველი ადგილი მიაკუთვნა. იგი კარგად იტანს როგორც მაღალ ტემპერატურას ასევე საშუალო განათებას. საუკეთესო მცენარეა საძინებლისთვის.

წითელი დრაცენა - საკმაოდ ლამაზი და აუცილებელი მცენარეა . ასუფთავებს ჰაერს შხამ-ქიმიკატებისგან. თუმცა, მისი ყიდვისას უნდა გახსოვდეთ, რომ წითელი დრაცენა სიმაღლეში ხუთ მეტრამდე იზრდება და მზის სხივებს საჭიროებს.
ოქროსფერი ეპიპრემნუმი - "ნასას" მიერ შედგენილ საუკეთესო მცენარეების ათეულში ეპიპრემნუმიც მოხვდა. იგი ასუფთავებს ჰაერს და ღრმა ძილისთვისაც განგაწყობთ. თანაც, ეს მცენარე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

წყარო: marao.ge
| Print |
FaceBook Twitter Google