სპექტრი+
როგორ გამოვაცხოთ პასკა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წითელი კვერცხისა და პასკის გარეშე წარმოუდგენელია. გთავაზობთ პასკის უგემრიელეს რეცეპტს.

როდესაც ცომის მოზელას დაიწყებთ, სასურველია სამზარეულოში ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, რათა ცომს აფუება არ გაუჭირდეს.
საჭირო ინგრედიენტები: კილონახევარი შაქარი, ლიტრანახევარი რძე, 300 გრამი ქიშმიში, ორკილონახევარი ფქვილი, 50 გრამი საფუარი, 10 კვერცხი, ორი მარგარინი, 200 გრამი ზეთი, ვანილი, მუსკატის კაკალი, ილი, ლიმონი, მარილი.

მომზადება:
თასში ჩავყაროთ ფქვილი. ცილისაგან გავაკეთოთ ბეზე, შევურიოთ შაქარი, შემდეგ – გული. ავთქვიფოთ ეს მასა და დავასხათ ფქვილს.
გავადნოთ მარგარინი და დავასხათ ფქვილს, ოღონდ გაგრილებული. დავამატოთ მარილი, ვანილი, დაფქვილი მიხაკ-დარიჩინი, მუსკატის კაკალი და ცოტა ლიმონის წვენი.
ავადუღოთ რძე და ოდნავ გავაგრილოთ. გავხსნათ დროჟი და შემდეგ რძის ნაწილი ფქვილს დავასხათ და ცომი მოვზილოთ (ვინაიდან საფუარი რძეში ცოტა ძნელად იხსნება, შეგიძლიათ მცირეოდენ თბილ წყალში გახსნათ და ისე დაამატოთ). მოზელვისას რძეში დავისველოთ ხელები და ასე ვზილოთ დაახლოებით ნახვარი-ერთი საათი. ცომი უნდა იყოს ძალიან რბილი. დავამატოთ ქიშმიში.
როდესაც დავამთავრებთ მოზელვას, ცომს დავაფაროთ ჭურჭლის ტილო და შევფუთოთ თბილად. ერთი საათის მერე ვნახოთ, ამოდის თუ არა.
ამოსული ცომი გადავიტანოთ წინასწარ გამზადებულ ცხიმწასმულ ფორმებში, ნახევრამდე. ფორმებიც თბილ ადგილას დავდოთ და დროებით ტილო დავაფაროთ, სანამ ყველა ფორმას არ გავავსებთ. შემდეგ გამოვაცხოთ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აღდგომა / პასკა /