2018 წელი ყვითელი ძაღლის წელიწადია. პასუხისმგებლიანი და მეგობრული
ყვითელი ძაღლი, ჭირვეულ მამალს შეცვლის. რას გვპირდება ადამიანის
ოთხფეხა მეგობარი და როგორ უნდა შევეგებოთ მას.
ჩინური კალენდრით, ერთგული და მაღალინტელექტუალური ცხოველი — ყველა
გაჭირვებულს დაეხმარება და დასჯის პირფერებს, ბოროტებსა და
მატყუარებს. მომავალი წელიც ამ მფარველი ცხოველის ნიშან-თვისებების
შესატყვისად ჩაივლის — 2018 წელი სიყვარულისა და ერთგულების წელი
იქნება. ეს წელი ძალიან კარგი იქნება ურთიერთობების დასალაგებლად,
ოჯახის შესაქმნელად. თუ აქამდე არ გიპოვიათ ცხოვრების თანამგზავრი,
ძაღლი აუცილებლად დაგეხმარებათ მის პოვნაში და რაც მთავარია, თამამად
შეგიძლიათ დააჩქაროთ ძიება, რადგან დიდი ალბათობით ეს სწორედ ის
იქნება, რომელსაც ამდენი ხანი ელოდით.
ძაღლი ეკონომიური არსებაა. ამიტომაც საახალწლო მაგიდაზე უნდა იყოს
უბრალო კერძები. ძაღლისთვის, როგორც ამ წლის მთავარი მოვლენისთვის,
მნიშვნელოვანია თავისი სტიქიის, ანუ მიწის სტიქიის ფერები - ყვითელი,
ატმისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი და ხორცისფერი. სიტუაცია
სახლში უნდა იყოს თბილი, კომფორტული და წყნარი. გამოიყენეთ ნატურალური
ნივთები. ეცადეთ ასიამოვნოთ ძაღლს და ისიც ვალში არ დაგრჩებათ.
მაგიდაზე აუცილებლად დააწყვეთ სანთლები. ცეცხლი სითბოსთან ასოცირდება
და ქმნის სადღესასწაულო განწყობას. სანთლები უნდა იყოს ღია ან
ნეიტრალურ ფერებში.
ძაღლი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, იცავს ფულს ქურდებისგან და
არასასურველი დანახარჯებისგან, ამიტომ კარგი იქნება, თუკი ყვითელ
მონეტას დადებთ ყოველი თეფშის ქვეშ. ხოლო ვერცხლისფერი მონეტები
მაგიდის კუთხეებში დადეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ცხოველი უფრო მეტად
სწყალობს უბრალოებას, ვიდრე პომპეზურობას. სუფრაზე აუცილებელი კერძი
უნდა იყოს ხორცისგან მომზადებული. გახსოვდეთ, ალკოჰოლი ძალიან ბევრი
არ შეიძლება: ძაღლს უყვარს სიფხიზლე. ასევე, არ დაგავიწყდეთ დადოთ
ძაღლის პატარ-პატარა ფიგურები. ხელსახოცებიც ყვითელი ან სხვა ღია
ფერის გამოიყენეთ. გახსოვდეთ, 2018 წელი იქნება ისეთი, როგორი
განწყობითაც მას შეეგებებით.
სტატია მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები