სპექტრი+
ფიქრები საახალწლოდ ...
მიიწურა, ჩამოიმარცვლა კიდევ ერთი- 2017 წელი თავისი საწუხარით, სინანულით, ზოგჯერ სიხარულის ყიჟინით, უკეთესის მოლოდინში გაკერპებული ნატვრით.


სანუგეშებელი ბევრი ვერაფერი გვაქვს საზოგადოების შემაძრწუნებელი, არნახული, უჩვეულო ძალადობების მომსწრეთ. ამდენი მშიერი, მზრუნველობამოკლებული ბავშვის, ნაგვით სავსე ქუჩების შემყურეთ. კვლავ უმძიმესია სოციალური ფონი. საოცარი კონტრასტია: ნუგბარ -საჭმლით სავსე სუპერ-მარკეტებიდან ქუჩებში გადმოტანილი ხვავრიელი დახლები და ლუკმა-პურისათვის მათხოვრად გამოსული უბედური ადამიანების სიჭარბე გეცემათ თვალში, მაგრამ ახალი წლის დადგომა მაინც ყველას უხარია: ვის უჭირს და ვის ულხინს, ერთმანეთში გადახლართულა. ახალი იმედების, ლამაზი ოცნებების წელი მოდის და იმიტომ. საახალწლო ნაძვის ხეს აქვს ის საოცარი მიზიდულობის ძალა , რაც ადამიანებს გვაერთიანებს, საბრძოლველად განგვაწყობს და ნუგეშის სიმბოლოდ იქცევა ხოლმე ჩვენს უსულგულო ყოფიერებაში.

შევყურებ საახალწლო სანოვაგისაკენ მიმავალ ქალბატონს, რომელსაც თან ბავშვიც წამოუმძღვანებია. პატარას ისედაც სიცივისაგან აწითლებული ლოყები ნაირ-ნაირი ტკბილეულის დანახვაზე უარესად აუფორაჯდა და სახე სიამოვნებისაგან ერთიანად გაებადრა. ხელს იშვერს, ანიშნებს, ეს მინდა მიყიდეო. დედა იბნევა, აღარ იცის, რა ქნას, ალბად, არ აქვს იმდენი ფული, რომ ყველაფერს გასწვდეს. ლამაზ თვალებში სევდა ერევა, ცრემლით გაუბრწყინდა . „ხვალ გიყიდიო“- დაამშვიდა პატარა და მოაშორა გათამამებული მიმინოს იერით ცქლაფუნით მომავალ ბავშვს, რომელიც ხარბად იყრიდა ჯიბეებში შოკოლადის „სნიკერსებს“. გულწრფელად ვიტყვი, გული მეტკინა. საახალწლოდ, კიდევ ერთი ტკივილიანი აზრი შემომეკედლა. „მართლა ორპირი ყოფილა ცხოვრება“-სინანულით გავიფიქრე და გული დამიღონდა.

სახლში დაბრუნებულს, უსიამოვნო ფიქრები პატარას შემოსვლამ გამიფანტა, რომელსაც ხელში გატეხილი შოკოლოდი დაებღუჯა და სასაცილოდ სწონიდა, ვერ გადაეწყვიტა, რომელი გამომემეტებინა ჩემთვის. ბოლოს მოიფიქრა, როგორც იქნა, რისთვისაც შევაქე და შოკოლადით მოთხუპნული ლოყა სიამოვნებით დავუკოცნე.
საახალწლო სამზადისია ჩვენს ოჯახში, როგორც ყველგან. ვისაც რა მოუხერხებია, აქვს თუ არა, მაინც ცდილობს თავის გამოჩენას. რას ვიზავთ, ასეთია ტრადიცია. თვალმახარა სუფრები ყოველთვის როდი ნიშნავს ოჯახის რეალურ ბარაქას. ეს უფრო უკეთესი მერმისის, მოლოდინის ნატვრას ჰგავს.

როგორც შარშან, ახლაც, 2018 წელს ბუნება თოვლის მოსვლით მოგვილოცავს. საათის ისრები 12-ს უახლოვდებიან ატყდება მაშხალების, ათასნაირი სასროლების მხიარული ბათქა-ბუთქი. ვაცილებთ ძველ წელს. ფანჯრიდან კი ნეონის ლამპიონის ნაცრისფერ შუქზე ზღაპრული სურათი იშლება. ციდან უხვად ჩამობერტყილი თეთრ-ვარდისფერი ელფერის ფანტელები ულამაზეს მარმაშის ფარდად ერთდებოდნენ და ატალახებულ შავ გუბეებს ზევიდან ეფარებოდნენ. გულუბრყვილო ფიფქები! როგორი სიხარულით მოფრინავდნენ, რომ ცისფერი ყვავილის სევდად დარჩენილიყვნენ და ყინვის ელვარე სარკალად ქცეულიყვნენ. თოვა თანდათან ძლიერდებოდა. თვალმოუშორებლად შევყურებდი საოცარ სანახაობას და ვნატრობდი, თოვლის მოსვლასთან ერთად სინდისის ქეჯნაც მომძლავრებოდეთ ადამიანებს. მოფარფატე ფიფქების სისპეტაკე ვინატრე და ვისურვე ყველასათვის.

ერთხანს თვალი გამიშტერა უჩვეულო სანახაობამ. საყვარელი ბებოს სახეც მეჩვენა, რომელიც მიღიმოდა და ხელს მიქნევდა, მამხნევებდა, თანაგრძნობას და სიყვარულს უხმოდაც მასწავლიდა. მისგან საოცარი, გადამდები მუხტი მოდიოდა. იგი იმდენად კეთილი იყო, მთელი ქვეყნიერების ერთ გულში ჩატევა და თანადგომა, გაგება, დარიგების მოფერებით გადმოცემა შეეძლო. „გულწრფელი სიყვარულის უნარი გვაკლია, რაც ცხოვრებას შეგვიმსუბუქებს“-ახალმა მარტივმა იდეამ ფრთები ხელმეორედ შემასხა.
„ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთო“-გვმოძღვრავდა ილია მართალი საახალწლოდ. ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ბოროტების სიყვარულით დამარცხების დავიჯერე, გული იმედებით, გასპეტაკებული, მადლმოყრილი, სიკეთის რწმენის სიძლიერით ამევსო და იგივე ვუსურვე სამყაროს.

ნინო მოსეშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
2018 წელი ყვითელი ძაღლის წელიწადია. პასუხისმგებლიანი და მეგობრული
ყვითელი ძაღლი, ჭირვეულ მამალს შეცვლის. რას გვპირდება ადამიანის
ოთხფეხა მეგობარი და როგორ უნდა შევეგებოთ მას.
2018 წელი ყვითელი ძაღლის წელიწადია. პასუხისმგებლიანი და მეგობრული ყვითელი ძაღლი, ჭირვეულ მამალს შეცვლის. რას გვპირდება ადამიანის ოთხფეხა მეგობარი და როგორ უნდა შევეგებოთ მას.
15:50 / 28.12.2017
2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია. ასტროლოგების თქმით, ეს წელი
ჰუმაურობას და საყოველთაო სიყვარულს გვპირდება. ადამიანებს შორის
მოიმატებს ერთგულება, მეგობრობა და ურთიერთგაგება.
2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია. ასტროლოგების თქმით, ეს წელი ჰუმაურობას და საყოველთაო სიყვარულს გვპირდება. ადამიანებს შორის მოიმატებს ერთგულება, მეგობრობა და ურთიერთგაგება.
12:23 / 20.12.2017
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წითელი კვერცხისა და პასკის გარეშე
წარმოუდგენელია. გთავაზობთ პასკის უგემრიელეს რეცეპტს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წითელი კვერცხისა და პასკის გარეშე წარმოუდგენელია. გთავაზობთ პასკის უგემრიელეს რეცეპტს.
14:37 / 13.04.2017
სააღდგომო სუფრაზე, რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, ის აუცილებლად
აღდგომამდე ორი კვირით ადრე უნდა დათესოთ.
სააღდგომო სუფრაზე, რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, ის აუცილებლად აღდგომამდე ორი კვირით ადრე უნდა დათესოთ.
16:17 / 31.03.2017
თუ ცუდად გძინვათ და წამლებიც აღარ გშველით, მაშინ საძინებელში
მცენარეები უნდა დადგათ.
თუ ცუდად გძინვათ და წამლებიც აღარ გშველით, მაშინ საძინებელში მცენარეები უნდა დადგათ.
15:25 / 04.03.2017
სხვა ამბები
კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს.
17:11 / 19-10-2018
კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს.
17:11 / 19-10-2018
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა გურჯაანში ის პედაგოგები შეარჩია, რომლებიც საჯარო სკოლებში დებატკლუბებს უხელმძღვანელებენ.
17:07 / 19-10-2018
ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში განაცხადა.
15:47 / 19-10-2018
ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აბაშაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
15:43 / 19-10-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.