"პორნოგრაფიას, რომ გადავიღებთ, მერე რა ვქნათ?"- მერის წარმომადგენელი სოციალურის უფროსს
ერთ წელზე მეტია, ქუჩაში გაგონილი კახური იუმორის ფეისბუქ
მეგობრებისთვის გაზაირება დავიწყე: #გურჯაანულიამბები,
#თელავურიამბები, #საგარეჯოულიამბები და ა.შ.
თითოეულ სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე,
ამიტომ გადავწყვიტე, ის speqtri.ge-ს მკითხველსაც გავუზაირო.
***
მოკლედ, 2016 წელია, ერთ-ერთ სოფელში გამგებლის (მაშინ გამგებელი იყო)
წარმომადგენელს მოქალაქე მიჰყავს სოციალურ სამსახურში წამლებისა და
სამედიცინო დაფინანსების თაობაზე.
უფროსი ეუბნება: ტომოგრაფია გადაიღოს, მერე პასუხის შემდეგ მოდით
გამგეობაში და დაგაფინანსებთო.
გამგებლის წარმომადგენელს, ალბათ, გამოსვლისთანავე დაავიწყდა სიტყვა
ტომოგრაფია, ჰოდა დერეფნის ბოლოდან უყვირის სოციალურის უფროსს -
უფროსო, პორნოგრაფიას რომ გადავიღებთ, კიდევ რამეა საჭირო, თუ მერე
პირდაპირ თქვენთან მოვიდეთ?
მასალის გამოყენების პირობები