სპექტრი+
როგორ გავრეცხოთ და გავაუთაოთ სარეცხი უფრო კომფორტულად
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ.

  • თეთრეული უფრო ადვილად გაუთოვდება თუ თბილ წყალს მოასხურებთ.
  • თუ დაუთოვების დროს ქსოვილზე გაპრიალებული ადგილი გაჩნდა, ეს ადგილები დაასველეთ და გააუთოვეთ მშრალი ტილოს ქვეშ.
  • დაუთოვების დროს ნივთი თუ დაგეწვათ ყვითელი ლაქა ამოსცილდება როცა თავიანი ხახვის წვენს წაუსვამთ და ასე დატოვებთ რამდენიმე საათს. შემდეგ კი გარეცხავთ.
  • ცივ ამინდში სარეცხი რომ არ გაიყინოს გავლებისას წყალში ჩაყარეთ ცოტაოდენი მარილი.
  • გაყვითლებული ფარდები კარგად ირეცხება თუ მას გარეცხვის წინ მარილწყალში მოვათავსებთ.
  • აბრეშუმის ქსოვილს რომ გარეცხავთ თოკზე თუ ჩამოვკიდებთ, გავახვიოთ პირსახოცში და ასე გავწუროთ. დავტოვოთ და ცოტა ხნის მერე გავაუთოვოთ. უთო ცხელი არ უნდა იყოს.
  • თუ ყავის ნალექში დასველებული ბამბით შავი ფერის ტანსაცმელს გაწმენდავთ, ქსოვილი არ იპრიალებს.
  • ნატურალური აბრეშუმი გარეცხეთ კარგად აქაფებულ ცივ წყალში და შემდეგ რამდენჯერმე გაავლეთ.

| Print |
FaceBook Twitter Google