ჩემი არჩევანი
2017 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებია
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში. არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
რა იცვლება 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის? - ისევ 5–მდე მცირდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და თვითმმართველი ქალაქები აღარ იქნება– ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, გორი, მცხეთა, ახალციხე, თელავი.

თვითმმართველობის ისტორია:

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 6-ჯერ ჩატარდა.
● 1991 წლის 31 მარტი - პირველი თვითმმართველობის არჩევნების თარიღია, წარმომადგენლობა იყო მრავალპარტიული, თუმცა დომინირებდა „მრგვალი მაგიდა – დამოუკიდებელი საქართველო”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1991 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის თვითმმართველობის კუთხით საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა. სსრკ–ის დაშლის მომენტისთვის, საქართველოში იყო 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 65 რაიონი და 4 საქალაქო ზონა, 13 რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი და 942 სასოფლო საბჭო (სულ 4603 დასახლებული პუნქტი, მათ შორის, 51 ქალაქი და 61 დაბა). 1993–95 წლებში საქართველო ავტონომიური რესპუბლიკების გარდა, დაიყო 9 მხარედ, სადაც დაინიშნა პრეზიდენტის რწმუნებული.
● 1998 წლის 15 ნოემბერს ჩატარდა მეორე თვითმმართველობის არჩევნები, საარჩევნო ბარიერი იყო 5%, რომელიც 7-მა პარტიამ გადალახა, თუმცა ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა სამმა მათგანმა: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი(სმკ) - 30%; ლეიბორისტული პარტია - 17%; სოციალისტური პარტია - 12%. 1998 წლის არჩევნები ჩატარდა ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც 1997 წელს მიიღეს.

თვითმმართველობა გახდა ორდონიანი:

 I დონე – რაიონში შემავალი ქალაქები, დაბები, თემები და თემში არ შემავალი სოფლები (სულ 1111 ერთეული);
 II დონე – თბილისი და ის ქალაქები, რომელებიც რაიონის შემადგენლობაში არ იყვნენ (სულ 6) და 67 რაიონი
 რაიონების გამგებლებს ნიშნავდა პრეზიდენტი საკრებულოს შემადგენლობიდან.

● თვითმმართველობის მორიგი არჩევნები ჩატარდა 2002 წლის 2 ივნისს - საარჩევნო ბარიერი იყო 4% , რომელიც გადალახა 7-მა პარტიამ; ბარიერი ვერ გადალახა მმართველმა პარტიამ (სმკ) - 2.5%. ლეიბორისტები - 26%; ბლოკი (ენმ, რესპუბლიკელები, კონსერვატორები) - 24%/ თბილისი/საქართველოს მასშტაბით არჩევნებში გაიმარჯვეს „ახალმა მემარჯვენეებმა“
2002 წლის არჩევნებისთვის განხორციელდა ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ცვლილებები :
 არჩევნები ჩატარდა 998 თვითმმართველ ერთეულში;
 რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი- მერები აირჩეოდნენ პირდაპირი წესით
 ფოთსა და თბილისში მერს ნიშნავდა პრეზიდენტი
 არჩევნებს ჰქონდა მაღალი პოლიტიკური დატვირთვა, როგორც ერთგვარ რეპეტიციას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
 პირველად მოხდა, რომ მმართველი პარტია ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩევით რგოლში ვერ მოხვდა
● 2006 წლის 5 ოქტომბერი - საარჩევნო ბარიერი - 4%;
ბარიერი გადალახა 4-მა პარტიამ; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ) - 66.53%; „რესპუბლიკელები-კონსერვატორები” - 12.04%; ლეიბორისტები – 10.65%; მრეწველები – 6.08%.

2006 წლის არჩევნებს საფუძვლად დაედო 2005 წელს მიღებული ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
ორგანული კანონი:

 გაუქმდა ორდონიანი თვითმმართველობა;
 გაუქმდა ადგილობრივი მმართველობა;
 თვითმმართველ ერთეულებად გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტები, რომლებიც ყოფილი რაიონების ბაზაზე შეიქმნა
 საქართველოში ჩამოყალიბდა 69 მუნიციპალიტეტი
 თვითმმართველი ქალაქები გახდნენ – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი
 გაუქმდა მერების პირდაპირ არჩევის წესი. მერებს და გამგებლებს საკრებულოს უმრავლესობა ნიშნავს

● 2010 წლის 30 მაისი - საარჩევნო ბარიერი - 5%; ბარიერი გადალახა 4-მა პარტიამ; ენმ - 65.75%; ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა (ქდმ) – 11.94%; „ალიანსი საქართველოსთვის” - 9.19%; ეროვნული საბჭო – 6.77%.

2010 წლის არჩევნებს საფუძვლად დაედო 2009 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება:

 თბილისში მერი გახდა პირდაპირი წესით არჩევითი .
 თბილისის მერის არჩევისთვის დაწესდა 30%–ანი საარჩევნო ბარიერი;
 თბილისის მერმა - გიგი უგულავამ მიიღო ხმების 55.2%, ხოლო მისმა კონკურენტმა ირაკლი ალასანიამ – 19%.

● 2014 წლის 15 ივნისი - საარჩევნო ბარიერი - 4%; ბარიერი გადალახა 4-მა პარტიამ; ქართული ოცნება - 50.82%; ენმ – 22.42%; ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია - 10.22%; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (სპა) – 4.72%.

2014 წლის არჩევნებამდე პარლამენტმა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი:


 გაიზარდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, გორი, მცხეთა, ახალციხე, თელავი .
 მერის არჩევისთვის დაწესდა 50%–ანი საარჩევნო ბარიერი;
მერი/გამგებელი აირჩევა პირდაპირი წესით.

თვითმმრთველი ქალაქების
კომპეტენცია: 2014 წელს მიღებული დადგენილება თვითმმართველობისა და თითმმართველი ქალაქების შესახებ.

თვითმმართველი ქალაქების ექსკლუზიური
უფლებამოსილება:


● ადგილობრივი ბიუჯეტის მიღება
● გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება
● ადგილობრივი რესურსების მართვა
● განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება
● გარე ვაჭრობის და ბაზრების რეგულირება
● რეკლამების განთავსების რეგულირება
● მშენებლობის ნებართვის გაცემა და ზედანხედველობა და ა.შ.

დელეგირებული უფლებამოსილება:


● ინფრასტრუქტურული პროექტები
● სკოლები
● ამბულატორიები/საავადმყოფოები
● წყალმომარაგების სისტემა და ა.შ.

საქართველოს პარლამენტმა 30 ივნისს გამართულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს და 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდს საბოლოოდ ჩამოართვა დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 12 თვითმმართველი ქალაქიდან დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს მხოლოდ ხუთი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი და ბათუმი ინარჩუნებს, ხოლო თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი აღნიშნულ სტატუსს კარგავს.
30 ივნისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, 2014 წელს შექმნილი 14 მუნიციპალიტეტი კვლავ გაერთიანდება და, თვითმმართველი ქალაქებისა და მოსაზღვრე თემების ინტეგრირებით, 7 მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.

ვის ვირჩევთ?


საქართველოს საარჩევნო კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით.

1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 4 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 5 წევრი.
2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისაგან.“.
აღნიშნული კანონის გათვალისწინებით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება შემდეგი:
N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქი - 24;
N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქი - 22;
N13 სიღნაღის საარჩევნო ოლქი - 14;
N14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი - 13.

მარიამ კვაჭაძე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
11:00 / 13.09.2017
საქართველოში პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები 1919
წლიდან იღებს სათავეს. 14-16 თებერვალს მოსახლეობამ საქართველოს
დამფუძნებელი კრება აირჩია, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს
სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები უნდა განესაზღვრა,
ასევე, შეემუშავებინა კონსტიტუცია.
საქართველოში პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები 1919 წლიდან იღებს სათავეს. 14-16 თებერვალს მოსახლეობამ საქართველოს დამფუძნებელი კრება აირჩია, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები უნდა განესაზღვრა, ასევე, შეემუშავებინა კონსტიტუცია.
12:28 / 12.09.2017
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის
მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ცესკოს
წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლები.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
10:34 / 12.09.2017
არჩევნების გზით ხელისუფლების მოსვლა დემოკრატიული სახელმწიფოს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლეგიტიმური ხელისუფლების
არჩევისთვის საჭიროა ამომრჩევლის აქტიურობა.
არჩევნების გზით ხელისუფლების მოსვლა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევისთვის საჭიროა ამომრჩევლის აქტიურობა.
17:03 / 11.09.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 31 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 13 / 27 °C
img
ყვარელი 14 / 31 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.