ჩემი არჩევანი
ინფორმირებული ამომრჩეველი გაცნობიერებული არჩევანისთვის
საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი.
ამ უფლებით ვერ ისარგებლებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, აგრეთვე ის მოქალაქე, რომელიც მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
იმისთვის, რომ ამომრჩევლებს არ შეეზღუდოთ ხმის მიცემის უფლება, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზრუნავს თითოეული მათგანი თანაბარ პირობებში ჩააყენოს.

ცესკო-ში შშმ პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან ცესკო-ს წევრები, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, 2015 წელს ცესკო-ს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს (მერია), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ხელმომწერმა ინსტიტუციებმა აიღეს ვალდებულებები, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველეყოთ ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მაქსიმალური ხელშეწყობა, გამოეყოთ ისეთი საარჩევნო უბნები, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, მოეხდინათ საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობის ადაპტირება.

შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია:
-უსინათლო ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო;
-მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელი ლინზა;
-ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის - ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;
-ყრუ ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის პრ-ოცედურების ამსახველი პოსტერი.

ცნობიერება
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იმისთვის, რომ მოქალაქემ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს, აუცილებელია კარგად იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობები. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი გვესაუბრა.

-„ამომრჩეველს უფლება აქვს, გამოიყენოს შანსი და აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც მისთვის უფრო მეტად მისაღებია. კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი. ისინი დემოკრატიის ფორმით, არჩევნების გზით, ახდენენ თავიანთი პოლიტიკური უფლების განხორციელებას და ირჩევენ ხელისუფლებას. მათი გაცნობიერებული არჩევანი მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ადგილობრივი თვითმმართველობის არსი სწორედ ის არის, რომ მოქალაქეთა უშუალო ჩართულობით მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი პოლიტიკური აქტორებისა და მათი ხედვების შესახებ. მათ აქვთ უფლება კრიტიკული კითხვები დაუსვან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
ცნობიერების ამაღლების კუთხით, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა. ყველა სექტორმა ამომრჩევლებს თავიანთი უფლება-მოვალეობების შესახებ ნეიტრალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ინფორმირებული არჩევანის თვალსაზრისით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს.“

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა კვლევა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში იმის შესახებ, თუ როგორია მათი ჩართულობა და ცნობიერება საარჩევნო პროცესებში.
-„პირველ რიგში არსებულ გამოწვევებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, ჩვენი კვლების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ეთნიკურ უმცირესობებს არ აქვთ განახლებული და სრულყოფილი ცოდნა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების შესახებ. გამოკითხვის დროს, მათ დაასახელეს ისეთი პარტიები, რომლებიც წლებია აღარ საქმიანობენ და არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ. აქ გამოიკვეთა ენობრივი ბარიერიც, ეს მათ არ აძლევს საშუალებას, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო პროცესების შესახებ.“

სამოქალაქო და ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და საარჩევნო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლებას, ამომრჩეველთა აქტივობის ზრდისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობას მოიცავს.

სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად, ცესკო სხვადასხვა ინოვაციურ პროექტს ახორციელებს.
„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წელს პირველად განახორციელა. თითოეულ მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართა.
საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ამომრჩევლებს სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეხვდნენ და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დაურიგეს საინფორმაციო ბარათები, ესაუბრნენ საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე. მსგავსი აქტივობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც განხორციელდა.

-„მათ ავუხსენით თუ რისი უფლება გააჩნიათ, რა არჩევნები ტარდება ოქტომბერში, სად არის მათი საარჩევნო უბანი და სად შეუძლიათ ხმის მიცემა, ასევე როგორ გადაამოწმონ თავიანთი თავი საარჩევნო სიაში. მათ ავუხსენით, რომ ხმის მიცემასთან ერთად, შეუძლიათ კენჭიც იყარონ, რა შემთხვევაშიც ჩვენთან უნდა მოვიდნენ და დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამომრჩევლის მიმართ მეტი ყურადღებაა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობადობა იზრდება, ამომრჩეველი კი მეტად ინფორმირებული ხდება.“- აღნიშნა #11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მღებრიშვილმა.

ამომრჩევლის მოვალეობა და აკრძალვები
ამომრჩევლის მოვალეობაა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგი დაიცვას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.
დაუშვებელია ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიარაღებული შევიდეს.
საუბნო საარჩევნო კომისიამ, მათი მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევისთვის, შესაძლოა, მიიღოს დამრღვევის გაძევების გადაწყვეტილება, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
აკრძალულია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან ბიულეტენის თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება. აგრეთვე ყალბი საარჩევნო ბიულეტენის გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით.



თამარ კაპანაძე



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
11:00 / 13.09.2017
საქართველოში პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები 1919
წლიდან იღებს სათავეს. 14-16 თებერვალს მოსახლეობამ საქართველოს
დამფუძნებელი კრება აირჩია, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს
სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები უნდა განესაზღვრა,
ასევე, შეემუშავებინა კონსტიტუცია.
საქართველოში პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები 1919 წლიდან იღებს სათავეს. 14-16 თებერვალს მოსახლეობამ საქართველოს დამფუძნებელი კრება აირჩია, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები უნდა განესაზღვრა, ასევე, შეემუშავებინა კონსტიტუცია.
12:28 / 12.09.2017
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის
მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ცესკოს
წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლები.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
10:34 / 12.09.2017
არჩევნების გზით ხელისუფლების მოსვლა დემოკრატიული სახელმწიფოს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლეგიტიმური ხელისუფლების
არჩევისთვის საჭიროა ამომრჩევლის აქტიურობა.
არჩევნების გზით ხელისუფლების მოსვლა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევისთვის საჭიროა ამომრჩევლის აქტიურობა.
17:03 / 11.09.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 28 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 15 / 27 °C
img
ყვარელი 16 / 31 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.