მედიაკლუბი
საგზაო უსაფრთხოება გურჯაანში [VIDEO]
საგზაო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ორი მთავარი ნაწილი. საგზაო ნიშნები და წესები, რომლებიც ერთდროულად უნდა დაიცვან ქვეითად მოსიარულეებმა, თუ მძღოლებმა.  INDIGO KIDS-ი დაინტერესდა, რა ხდება ამ კუთხით გურჯაანში. იჩენს, თუ არა გზის ორი მონაწილე (ქვეითი და მძღოლი) ერთმანეთის მიმართ პატივისცემას.
მედიაკლუბის წევრებმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ამ თემაზე მომუშავე ექსპერტებსაც.

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი, გელა კვაშილავა ამბობს,- "ინფრასტრუქტურა, განათლება და აღსრულება. ეს არის სამი კომპონენტი, რომელიც  აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების მისაღწევად.  ინფრასტუქტურა უნდა იყოს გამართული, რისკფაქტორების შესახებ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია და მესამე-უნდა ხორციელდებოდეს დარღვევებზე აღსრულება, როგორც პატრულის ასევე ტექნიკური საშუალებების დახმარებით. მაგალითად, კამერა, რომელიც აფიქსირებს ზებრაზე არ დათმობას,  სიჩქარის გადაჭარბებას. ამ სამი კომპონენტის გარეშე უსაფრთხო მოძრაობა შეუძლებელია."



| Print |
FaceBook Twitter Google