ვიდეო
უთხარი "არა" თამბაქოს [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 18 წლამდე ასაკის მოზარდზე თამბაქოს მიყიდვა აკრძალულია და ისჯება კანონით, პასუხისმგებელი სტრუქტურები რეგულარულ მონიტორინგს არ აწარმოებენ.
მართალია, ზოგიერთ მაღაზიაში ამკრძალავი ნიშანი თვალსაჩინოდაა გამოკრული, მაგრამ მოზარდები თამბაქოს შეძენას ნებისმიერ სავაჭრო ობიეტში მაინც უპრობლემოდ ახერხებენ. ამას ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც მოწმობს.

როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე განმარტავს, სწორედ ამიტომ მოსწავლეთა 10% თამბაქოს მომხმარებელია. მისივე ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში შსს-ს ამ საკითხთან დაკავშირებით, არც ერთი სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მავნებელია არა მხოლოდ აქტიური, არამედ, პასიური მწეველობაც.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ პასიური მწეველობა (თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედება), ბავშვებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60 %, თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ ბავშვებში საკმაოდ მაღალია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიც არის ასთმა, რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ინფექციები, ფიზიკური განვითარების შეფერხება; ამასთან, თამბაქოს მეორადი კვამლი ბავშვებში, უეცარი სიკვდილის სინდრომს იწვევს.
მწეველ ოჯახებში (სადაც თუნდაც ერთ მშობელი ეწევა) გაზრდილი ბავშვები მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, მწეველთა გარემო (და შესაბამისად, მეორადი კვამლი) ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას.

მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძრღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართვა მშობლებს:
• ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე. შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა.
• მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი ადგილი).
• თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე.
• აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს, ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები...
• თამბაქოს მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას
• დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგი კამპანიას
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები მარიეტა
კაკიაშვილი-რუაძე, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია, თავის მეუღლესთან,
ანგიოქირურგ თეიმურაზ რუაძესთან ერთად რამდენიმე წელია, რაც
ბიოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოებითა და მისი ექსპორტით დაინტერესდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია, თავის მეუღლესთან, ანგიოქირურგ თეიმურაზ რუაძესთან ერთად რამდენიმე წელია, რაც ბიოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოებითა და მისი ექსპორტით დაინტერესდა.
10:41 / 26.07.2022
დღეს, 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობის ღონისძიება
გაიმართა.
დღეს, 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ნატოობის ღონისძიება გაიმართა.
23:48 / 14.06.2022
პლატფორმა 21-ეს სტუმარი ამჯერად ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის
კოორდინატორი, ქალბატონი ლია ხუროშვილია, რომელიც გვესაუბრება
საქართველოში მეტად გავრცელებულმნიშვნელოვან პრობლემაზე - ოჯახში
ძალადობაზე.
პლატფორმა 21-ეს სტუმარი ამჯერად ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის კოორდინატორი, ქალბატონი ლია ხუროშვილია, რომელიც გვესაუბრება საქართველოში მეტად გავრცელებულმნიშვნელოვან პრობლემაზე - ოჯახში ძალადობაზე.
16:06 / 14.06.2022
35 წლის გოგა შავშიშვილმა, პანდემიის დროს, მაშინ, როდესაც იძულებით
იზოლაციაში იმყოფებოდა და ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა,
გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნებები რეალობად ექცია და დედულეთში, საკუთარ
სახლში ფრინველების კონტაქტური პარკის მშენებლობა წამოიწყო.
35 წლის გოგა შავშიშვილმა, პანდემიის დროს, მაშინ, როდესაც იძულებით იზოლაციაში იმყოფებოდა და ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნებები რეალობად ექცია და დედულეთში, საკუთარ სახლში ფრინველების კონტაქტური პარკის მშენებლობა წამოიწყო.
12:23 / 03.06.2022
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის განვლილ პერიოდში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინა. როგორც ირკვევა, აღნიშნული აფთიაქებში შესაბამისი ნებართვის გარეშე ყიდდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს.
11:05 / 03-08-2022
ხანძარი იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. საცხოვრებელ სახლს, სადაც სოციალურად დაუცველი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, ცეცხლი გაუჩნდა. 
10:30 / 02-08-2022
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ორი თვის განმავლობაში 235 ლარით დაეხმარება.
16:21 / 27-07-2022
ეკონომიკა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარნოვისა და რობაქიძის ქუჩების მოასფალტების და სანიაღვრე სისტემის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
16:39 / 29-07-2022
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება.
17:17 / 28-07-2022
სხვა ამბები
საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11 802-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში (24-31 ივლისი), გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ვირუსით ინფიცირებული 10 233 პაციენტი.
10:58 / 03-08-2022
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
17:15 / 01-08-2022
კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის სტუდენტებმა დეკორატიული მებაღეობის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს.
13:38 / 01-08-2022
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა.
10:22 / 01-08-2022
დღეს, 30 ივლისს, გურჯაანში სპეციალურად კინომოყვარულთათვის "რა? სად? როდის?" ერთდღიანი თემატური თამაში გაიმართა. გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას 13 გუნდი იღებდა. თამაში 25 კითხვისგან შედგებოდა.
21:09 / 30-07-2022
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
17:15 / 01-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 20 / 32 °C
img
საგარეჯო 21 / 30 °C
img
დ.წყარო 20 / 26 °C
img
სიღნაღი 21 / 31 °C
img
ლაგოდეხი 20 / 27 °C
img
ყვარელი 20 / 32 °C
img
თელავი 21 / 30 °C
img
ახმეტა 21 / 30 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.