სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
დუზაგრამის რწმუნებულმა სპექტრთან შეხვედრას თავი აარიდა
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" შესასრულებელი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სოფლებში უკვე შერჩეულია პრიორიტეტები, განსაზღვრულია თანხები, რაც ამ სამუშაოების განხორციელებას უნდა მოხმარდეს. duzagramis sakrebulo-"სპექტრი ამ ნომერშიც შეეცადა იორმუღანლოს თემის სოფლების რწმუნებულებთან გასაუბრებას. ამიტომ კვლავაც დავუკავშირდით მათ ვისი ჩაწერაც გასულ კვირებში ვერ შევძელით. დუზაგრამის ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო საათებში მივედით. თუმცა იქ არც სოფლის რწმუნებილი და არც სპეციალისტები დაგვხვდნენ. რწმუნებულმა ქამილ გასანოვმა ტელეფონით დაკავშირებისას განგვიცხადა, რომ სამსახურში ათ წუთში იქნებიდა. თუმცა ჩვენი ერთსაათიანი ლოდინის განმავლობაში იქ არავინ გამოჩნელია. განმეორებით ზარზე კი აღმოჩნდა, რომ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამიტომ ამჯერად მხოლოდ თულარი-კაზლარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან მოვახერხეთ გასაუბრება. ზაურ ალიევის თქმით, როგორც დანარჩენ სოფლებში, პრობლემები მათთანაც მრავლადაა და ეტაპობრივად ყველაფერს გადაწყვეტენ. რა თქმა უნდა, ჩვენთანც ბევრი რამ აწუხებს ხალხს, მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელობა მხარში გვიდგას და ეტაპობრივად ამ საკითხებს გადავჭრით. ერთ დღეში ქვეყანა ვერ აშენდება. ნელ-ნელა ყველაფერს მოვაგვარებთ," _ გვითხრა მან. ზაურ ალიევმა "სპექტრთან" კაზლარსა და თულარში, მოსახლეობის მიერ დასახელებულ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებიც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში უნდა შესრულდეს. -"წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მიხედვით თულარზე 60 800 ლარია გამოყოფილი. კაზლარზე კი _ 26 400 ლარი. კაზლარში მოსახლეობა ითხოვდა ოროთახიან საავადმყოფოს, სადაც პირველად მომსახურებას გაუწევენ. მე ვუთხარი მათ, პირველ რიგში სასაფლაო შემოვღობოთ-მეთქი, რადგან საქონელი შედის და ეს ტერიტორია დაცული არ არის. თუმცა მოსახლეობამ პრიორიტეტად საავადმყოფო დაასახელა. მეც დავეთანხმე, რადგან მათ ასე სურთ,"_ აღნიშნა მან. რწმუნებულის თქმით, თულარელებისთვის ნომერ პირველი პრობლემა სასმელი წყალია. -"თულარელებისთვის პირველ რიგში მთავარი პრობლემა არის სასმელი წყალი. მილები ზემოდან უნდა ჩაწყობილიყო, მაგრამ "სოკარმა" ცენტრალურ გზაზე გაიყვანა. ამიტომ ზემოთ უბნები უწყლოდ არის დარჩენილი. ვფიქრობდი, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული თანხა სულ ამ საქმეში ჩაგვედო, მაგრამ არ კმარა. ამიტომ გზებს მოვაწესრიგებთ თულარში. წინა ხელისუფლებამ ადგილ-ადგილ შეაკეთა, ისიც წინასაარჩევნოდ. ამიტომ ყველაფერი თავიდან არის მისახედი." მისივე თქმით, კაზლარელებისა და თულარელებისთვის მტკივნეული თემაა ასევე, სკოლის არარსებობა. ლამბალოში ახალი სკოლის მშენებლობის დაწყებაზე ყურადრება ზაურ ალიევმაც გაამახვილა. -"როგორც ვიცით, მალე ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს სკოლის მშენებლობას. აუცილებელია, რომ ბავშვებს განათლების საშუალება მიეცეთ. კაზლარის და თულარის ბავშვებიც მაგ სკოლაში ივლიან, როდესაც ლამბალოში აშენდება." ზაურ ალიევს სოფელ კაზლარში დაზიანებული სასმელი წყლის მილის შესახებ შევახსენეთ. როგორც მან გვითხრა, ეს პრობლემა ნამდვილად არსებობდა, თუმცა მოაგვარეს. აქვე დასძინა, "დილასაც დამირეკეს, რომ მილი ისევ დაზიანებულა. მოსახლეობას ვპირდები, რომ თავიდან შევაკეთებთ". ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google