სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
იორმუღანლოში გაყიდული მიწების თემა კვლავ აქტუალურია
micebi2გასხვისებული მიწების საკითხი ის თემაა, რაზე საუბარასაც "სპექტრი" იორმუღანლოს თემში სტუმრობისას თავს ვერასოდოს არიდებს. სხვა არაერთი პრობლემის მიუხედავად, მოსახლეობისთვის ეს დღემდე მაინც ნომერ პირველ პრობლემად რჩება . მათი ნაკვეთების გასხვისება და უცხოელ ინვესტორებზე გადაფორმება წინა მთავრობის დროს მოხდა. მაშინდელი ადგილობრივი ხელმძღვანელობა მიწებს ხალხის გაუფრთხილებლად ყიდდა. სახნავ-სათესისა, თუ საძოვრების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ახალ ხელისუფლებას იმედით შეჰყურებს.Uჩვენი ყოველი ვიზიტისას დაკარგულ ნაკვეთებზე საუბრობენ და პასუხს სოფლისა თუU რაიონის ხელმძღვანელობისგან ელიან. -"საძოვარი, ნაკვეთები საერთოდ აღარ გვაქვს. რა გავაწყოთ, რითი ვიარსებოთ არ ვიცით. სოფელში სხვანაირად როგორ ვიცხოვროთ თუUარაფერი მოვიყვანეთ, დავთესეთ, ან საქონელი თუYარ ვიყოლიეთ. სად გავაგდოთ, სად ვაბალახოთ პირუტყვი?" _ გვეკითხება შეშფოთებული ჰასან გუსეინოვი. -"ეს მიწები რომ გაყიდეს ვიღაცეებს კერძო საკუთრებაში გადაეცათ. ჩვენ ეგეც არ ვიცით ვის მიჰყიდეს. ამ მიწის ზოგი ახალი მფლობელი ირანელია. აქ არც არიან, შუამავლები ყავდათ გამოგზავნილი და იმათ იყიდეს. ჩვენ რა ვქნათ? იმათ უკვე დაიკანონეს და ეხლა როგორ მოვთხოვოთ? ახალი მთავრობის იმედი გვაქვს, იქნებ რამენაირად დაგვეხმარონ," _ ამბობს ოსმან მამედოვი. -"წელს ქერი და სიმინდი დავთესე, მეგონა ეს ნაკვეთი ჩემი იყო. ეხლა მოდის ვიღაც და მეუბნება ეგ ადგილი ჩემიაო. ისიც არ ვიცი მოსავლის აღებას დამაცდის თუ ჩემ დათესილ მოსავალსაც ის მიითვისებს,"_ გვითხრა ერთ-ერთმა ლამბალოელმა, თუმცა ვინაობის დასახელება არ სიურვა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელმა "სპექტრთან" საუბრისას განაცხადა, რომ უკვე გაყიდულ მიწებს ვეღარაფერს მოუხერხებენ. -"მიწის განკარგვა ეკონომიკის სამინსიტროს მიერ მოხდა. მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ჩვენ ეხლა არაფერი შეგვიძლია. რაც შეეხება პროექტს, რომელიც მაგ დასახლებაში წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ე.წ `ჭალის მიწების~ დაკანონებას შეეხებოდა, ჩვენ მივეხმარებთ მოსახლეობას ამ მიწების დაკანონებაში. რაც შეეხება ნაკვეთებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაყდა, ვერაფერს შევცვლით,"_ განმარტა ილია ჭიაურელმა. -"ეს კითხვა ძალიან რთულია და ამავე დროს საინტერესოც. მართლაც, ასეთი პრეცედენტი ხშირია რეგიონებში და მსგავსი უსამართლობები შეგიძლიათ ნახოთ არა მარტო კახეთში. ძალიან რთულია გიპასუხოთ როგორ უნდა აღვადგინოთ და გავხადოთ კანონიერი აღნიშნული ფაქტები, ან თითოეული შემთხვევა. საერთოდ, მისასალმებელია, რომ უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს ქვეყანაში და სოფლის მეურნეობაშიც, მაგრამ წინა ხელისუფლების შემთხვევაში ეს პროცესი მიმდინარეობდა ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე და მათ საწინააღმდეგოდ. მიწების გაცემა ხდებოდა უკანონოდ და ზოგჯერ დათესილი ნაკვეთებიც კი გადახნეს. ფაქტობრივად, მიწების აღწერა დავასრულეთ რამდენიმე დღის წინ, ვერ ვახერხებდით საგაზაფხულო პროექტის შედგენას, რის გამოც კირვალიძესთან (დავით კირვალიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ავტ.) რამდენჯერმე მქონდა მკაცრი საუბარი, თუმცა ამას არ იმსახურებდა. დღე და ღამე მუშაობენ, რომ ეს მოახერხონ. დიდი დრო წაიღო, იმან, რომ გაგვეკეთებინა რეგისტრაცია, რა ხდებოდა არ ვიცოდით, არსად რეესტრში ეს აღწერილი არ იყო. რამდენიმე დღეა, რაც ეს პროცესი დასრულდა და ჩვენ დავიწყებთ ცალკეული კონკრეტული შემთხვევების განხილვას. ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, ამას დრო დასჭირდება, თანაც სიჩქართ შეიძლება ერთი უსამართლობა მეორეთი ჩავანაცვლოთ. რა თქმა უნდა, რთული გასარჩეევი პროცესი იქნება, მაგრამ გპირდებით, რომ აუცილებლად მოხდება რეაქცია ყველა უსამართლობაზე, მაქსიმალურად შევეცდებით აღვადგინოთ სამართლიანობა,"_ ასე უპასუხა დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს-პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "სპექტრის" კითხვას მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით. მოსახლეობა სწორედ ამ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინიშია. შეგახსენებთ, რომ ივნისში, საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის შეჩერების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი კანონით გასხვისებული მიწის დაბრუნება არ მოხერხდება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიწების შესყიდვას ვეღარ გააგრძელებენ. გამოცხადებული მორატორიუმის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრამდე უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდებათ. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google