სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
იორმუღანლოელებს იმედი აქვთ, რომ მათი პრობლემები წინასაარჩევნოდ მაინც მოგვარდება
იორმუღანლოს თემის მოსახლეობა "სპექტრთან" კვლავ არაერთ პრობლემატურ საკითხზე საუბრობს. ლამბალოელები ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას სასმელი წყალი არ აქვს. ამის მიზეზად კი არასწორად გაყვანილ წყლის მილებს ასახელებენ. iormuganloelebio2-"დაახლოებით ორი წლის წინ გაიყვანეს სასმელი წყლის მილები. სადაც სატყეოს ტერიტორიაა სათავე ნაგებობაც იქვეა,Mმაგრამ სოფლის ძირითადი ნაწილი, ზედა უბნების უმრავლესობა ამ ხნის განმავლობაში ისევ უწყლოდ არის დარჩენილი. ქვემოთ როდესაც მოდის წყალი, ზედა უბნებში აღარ მიდის. დასალევად კიდევ როგორღაც ვახერხებთ მოტანას, მაგრამ მიწების მოსარწყავად და საქონლისთვის რა ვქნათ?"_ ამბობენ ისინი. ჩვენს ყოველ გამოჩენაზე იორმუღანლოელები სხვა გასაჭირის დასახელების გარდა, აუცილებლად საუბრობენ გაყიდულ მიწებზე. თითქმის ნომერი არ გამოდის ისე, რომ ამ პრობლემას არ შევეხოთ. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ არაერთ მაღალჩინოსანს დავუკავშირდით, თუმცა მათი თქმით, გამოსავალის მონახვა რთულია, რადგან გაყიდული მიწები წინა ხელისუფლების დროს კერძო საკუთრებაში სხვადასხა პირებს გადეცათ. ახლა კერძო საკუთრების ხელყოფას ისინი ვეღარ მოახდენენ. სოფელ დუზაგრამაში სტუმრობისას კი უბნებში, სანიაღვრე არხებში წყალი უმისამართოდ მოედინებოდა და გზებზე გადმოდიოდა. როგორც ადგილობრივებმა განგვიცხადეს, ამის მიზეზი ირანელების მიერ ნაყიდი მიწებია, სადაც სარწყავი სისტემის კონსტრუქციაა მოყოლილი. -"ირანელებმა მიწა რომ იყიდეს ეს სარწყავი სისტემაც მაგათ ხელში გადავიდა. ეხლა როცა უნდათ მოუშვებენ ამ სარწყავს, როცა უნდათ დაკეტავენ. იმას არ აქცევენ ყურადრებას ჩვენ როდის დაგვჭირდება. ერთი წელიწადია, რაც ასეთ დღეში ვართ. ეხლა იმდენი წყალი გამოუშვეს, რომ აი ასე უბნებში იღვრება. ჩვენ როდესაც გვჭირდება მოსარწყავად მაშინ არ გვაქვს და ეხლა კიდევ მოთქრიალებს,"_ გვითხრა ახმედ მამედოვმა. - ამ ფონზე იორმუღანლოელებს არჩევნების მოახლოვება ახარებთ. ამბობენ, რომ ისინი, ნებისმიერ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მაინც ახსენდება და ახლაც იმედი აქვთ, რომ საარჩევნო ხმების სანაცვლოდ მათი პრობლემების ნაწილი მაინც მოგვარდება. ლანა გულოშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.