სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
აზერბაიჯანიდან დანახული საქართველო
ილჰამ გასანოვი საქართველოს მოქალაქეა. თუმცა ქვეყანა დაახლოებით 20 წლის წინ დატოვა, როდესაც საქართველოში "პერესტროიკა" დაიწყო. როგორც "სპექტრთან" საუბარში აღნიშნა, მიხვდა, რომ აქ ოჯახს ვერ შეინახავდა და ბაქოში წასვლაც ამიტომ გადაწყვიტა. ამჟამად მშობლიურ მხარეში, სოფელ იორმუღანლოში ცოტა ხნით ჩამოვიდა. ჩვენ მას სოფლის ბირჟაზე შევხვდით. საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, ამიტომ მეზობელი ქვეყნიდან დანახული საქართველოს შეფასება ვთხოვეთ. პარალელები გაავლო და განაცხადა, რომ აზერბაიჯანში უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენთან. -"საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს. სამსახურები არ აქვთ, მამაკაცები სულ ბირჟაზე დგანან და პურის ფულს ვერ შოულობენ. მერე ოჯახებში რომ ბრუნდებიან უფულოდ, ცოლები ეჩხუბებიან. სოციალური პრობლემების გამო სახლში უთახმოება აქვთ. აზერბაიჯანში ასე არ არის. მოსახლეობის თითქმის 90% დასაქმებულია და ნორმალური შემოსავალი აქვთ. უბრალო მუშას ხელფასი 700 დოლარი აქვს და ეს საკმარისია,"-გვითხრა მან და აქვე დასძინა: -"აუცილებელია, რომ საქართველოში ფაბრიკა-ქარხნები შეიქმნას. ჩვენი ხალხი მესაქონლეობას მისდევს. იორმუღანლოში მატყლი ბევრია. ხალიჩებისა და ფარდაგების საწარმო რომ გაკეთდეს, ხალხი დასაქმდება და მატერიალურადაც წელში გაიმართებიან.~ ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ილჰამ გასანოვი თვლის, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბვევრი რამ გააკეთა რათა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები გაღრმავებულიყო. `თუნდაც ის რამდენს ნიშნავს, რომ დღეს აზერბაიჯანელს თათარს აღარ უწოდებენ. როგორც ვიცი, ამაზე ჯარიმაა დაწესებული. ეს ერთი მარტივი მაგალითია." azerbaijaneli2 ჩვენს რესპონდენტს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც ვკითხეთ. გვითხრა, რომ ინფორმაციას თვალს ადევნებს, თუმცა კონკრეტულად რომელ კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას არ გაგვიმხილა. იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი ჩამსვლისას, ქვეყანაში უკეთსი ვითარება დახვდება.
| Print |
FaceBook Twitter Google