სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ენის სახლის მოსწავლეებმა წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ენის სახლი უკვე ორი წელია ფუნქციონირებს ამ ხნის მანძილზე იქ, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე უფროსი ასაკის ადამიანებიც ეუფლებიან ქართულ ენას. ელფად გასანოვი, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა. როგორც მან ჩვენან საუბარში აღნიშნა, უკვე 2 თვეა, რაც კურსებს გადის და ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ ისწავლა. -"ჩემი სურვილით მოვედი. აქ მეგობარი დადიოდა და ხშირად მიყვებოდა ამბებს, მერე თვითონაც გადავწყვიტე მოვსულიყავი. აქაურობა ძალიან მომწონს, სხვა ბავშვებთან ერთად ვწერ, ვსწავლობ და ვკითხულობ. სახლში ჩემზე უფროსი ძმა მყავს და იმანაც დაიწყო სიარული. ამას გარდა კიდევ სპორტსაც მივდევ, მიყვარს ფეხბურთი და თავისუფალ დროს, ჩემს მეგობრებთან ერთად სტადიონზე ვთამაშობ."-გვითხრა მან. პირობებით კმაყოფილია და დადებითი ემოციებით გვესაუბრა იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე გუნელ ისმაილოვაც. -"სკოლაში მასწავლებლისგან გავიგე, რომ ქართული ენის სახლი არსებობს და ამის შემდეგ გადავწყვიტე მოსვლა. აქ კარგი გარემოა, ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავს, რომელიც ყველანაირად გვერდში გვიდგას. უკვე კარგად ვისწავლე წერა-კითხვა. ბევრ ჩემს მეგობარს ვურჩიე აქ მოსვლა და ალბათ ცოტა ხანში ისინიც მოვლენ. ქართული ენის სახლში სიარული სწავლაში ხელს არ მიშლის, პირიქით მეხმარება კიდეც." როგორც გუნელ ისმაილვამ გვითხრა, ის ასევე კარგად ხატავს, მღერის და აქტიურად მონაწილეობს სასხკოლო ღონისძიებებში. ენის სახლის ტრენერ მასწავლებელის დალი ოსეფაშვილიდ თქმით, სკოლის მოსწავლეების გარდა, მათი ქართულის შესასწავლად მშობლებიც მოდიან. -"ენის სახლი ორი წელია რაც ფუნქციონირებს. ჩვენ ვართ პროგრამა "ვისწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" პროგრამის ფარგლებში მოწვეული ტრენერ-მასწავლებლები. აქ სწავლება უფასოა და ნებისმიერს შეუძლია მოვიდეს. ძალიან ბევრი მსურველი გვყავს. ჩვენთან მოდიან დიდი ასაკის ადამიანებიც, ძირითადად მამაკაცები, ქალები უფრო ნაკლებად. მოსახლეობა სიღრმისეულად არ სწავლობს, მათ ქართული ენის ცოდნა ძირითადად კომუნიკაციისთვის სჭირდებათ. ზოგმა ლაპარაკი იცის, მაგრამ არ იცის ანბანი, არ იცის წერა-კითხვა. მათთან ნულიდან ვიწყებთ. არის კატეგორია, რომელმაც არასწორად, დამახინჯებულად იცის საუბარი და უნდათ მეტყველება დახვეწონ. მსურველები თითქმის ყველა სოფლიდან გვყავს." როგორც დალი ოსეფაშვილმა გვითხრა, ამ ეტაპზე ენის სახლში სულ 5 ჯგუფი ჰყავთ. -"ჩვენთნ მეცადიონეობენ მე-5 მე-8-9 კლასის მოსწავლეები, დღეში 3 ჯგუფი. გაკვეთილები-ა 2-საათის განმავლობაში მიმდინარეობს. თითო ჯგუფში მინიმუმ 10-15 ბავშვია. ფიზიკურადაც მეტი ვერ დაეტევა და შედეგზეც რომ მოხდეს ორიენტირება, გვირჩევნია ბავშვების რაოდენობა ნაკლები იყოს. მასალა ძალიან მოცულობითია, გვაქვს ბევრი რესურსი და ყველანაირად ვიყენებთ. ეს ხელს უწყობს მათ მასალის კარგად აღქმაში. ძალიან აქტიურები არიან, რომ შეიძლებოდეს, მთელი დღე აქ იქნებოდნენ და იმეცადინებდნენ. გვყავს კარგი და სუსტი ბავშვები, მაგრამ აქვთ მოტივაცია, რომ ისწავლონ. ზოგმა საერთოდ არ იცის ანბანი და მათთან ნულიდან ვიწყებთ მეცადინეობას." მისივე თქმით, ნაყოფიერი სწავლისთვის ენის სახლს ყველა რესურსი გააჩნია -"ბავშვებისთვის გარდა სახელმძღვანელოებისა, გვაქვს სპეციალური პროგრამა, რის მიხედვითაც დამატებით ხდება მათთან მუშაობა. უფროსებითვის კი არის პსეციალური პროგრამა, კონტიგენტს გააჩნია. სკოლის მოსაწავლეებს ძირითადად გრამატიკას ვასწავლით. თავიდან მათთან მუშაობა ძალიან რთული იყო, მაგრამ ეხლა ისეთი მეთოდები და მასალებ გვაქვს, რომ ვაძლევთ შესაძლებლობას ნულიდან დაიწყონ ყველაფერი. ელემენტარულ საბაზისო ცოდნას ვაძლევთ, რომ შემდეგ მათ რეალიზება მოახდინონ ქართულ გარემოსთან. მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობთ, წელს აგვისტოში მხოლოდ ორი კვირა დავისვენეთ, ყოველკვირა ტარდება ასევე შემაჯამებელი ტესტირებებიც. " წლების განმავლობაში სკოლის კურსდამთავრებულები ბაქოში და რუსეთში მიდიოდნენ სწავლის გასაგრძელებლად. როგორც დალი ოსეფაშვილმა აღნიშნა, ამჟამად ენის სახლში აბიტურიენტებიც მიდიან, რომლებიც ცდილობენ ქართული ენა უკეთ შეისწავლონ. მისივე განმარტებით, მათმა კურსდამთავრებულებმა წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს. ამაში ის ენის სახლის დამსახურებასაც ხედავს. მარინა ბეროშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google