არჩევნები 2016
ირაკლი შიოლაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა
საქართველოს მთავრობის №1816 განკარგულებით კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი 2016 წლის 9 სექტემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა.
აღნიშნულ განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

. ირაკლი შიოლაშვილი „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატატია. კახეთის გუბერნატორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება ამიტომ მოხდა.
ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორად 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე კი ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.


| Print |
FaceBook Twitter Google