არჩევნები 2016
გახდა თუ არა ბურჭულაძის პარტიიდან წასვლის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობა“
გუშინ ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ კაჭრეთის ზონის უფროსმა ხატია ბურდულაძემ, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.


ამის შესახებ განცხადება თავად ხატია ბურდულაძემ „ქართული ოცნების“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის შტაბში, ბრიფინგზე გააკეთა. დღეს მას ,, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხაზიური გამოეხმაურა.
„ხატია ბურდულაძე ერთი თვის წინ მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მასზე სერიოზული ზეწოლა იყო. მან ისიც განაცხადა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, არ გვიღალატებდა. მე მაინც მივიჩნიე, რომ ეს ადამიანი უნდა გადაგვემოწმებინა. როგორც აღმოჩნდა, მას და თავის 9 თანამზრახველს, ქართულმა ოცნებამ სერიოზული თანხა გადაუხადა და მათი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობდნენ. რადგან ინფორმირებული ვიყავი, 4 სექტემბერს ხატია დავიბარე და ვუთხარი, რომ ის და მისი თანამზრახველები ჩვენს გუნდში აღარ ირიცხებოდნენ. აქედან წასვლის შემდეგ, ისინი, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ მივიდნენ. ოფისში გადაწყვიტეს ჩვენთვის შავი პიარი აეგორებინათ და ბრიფინგიც იმიტომ გამართეს. მინდა გითხრათ, რომ ხატია 25 ადამიანზე ლაპარაკობდა, მაგრამ ჩვენგან მხოლოდ 9 ადამიანი წავიდა,“-აღნიშნა გიორგი ხაზიურმა.

როგორც speqtri.ge-სთან საუბარში ,, პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა წევრმა ხატია ბურდულაძემ განაცხადა, გიორგი ხაზიურის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.
„ასეთი საუბარი ჩემსა და ხაზიურს შორის არ ყოფილა. ზეწოლას არასოდეს არავინ ახორციელებდა. ის, რომ ვითომ თვითონ გამათავისუფლა, ესეც ტყუილია. რეალურად პარტია დავტოვეთ დაახლოებით 16-მა ადამიანმა.ზოგიერთი რაღაც საუბრების შემდეგ ისევ მათთან დარჩა. ყველას თავისი არჩევანი აქვს და მე ვერ ჩავერევი. წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მე ვერასოდეს დავდგები „ნაციონალების“ გვერდით. გარდა ამისა, მარტო ჩემზეც არ იყო დამოკიდებული, რადგან ჩემს უკან სხვა ადამიანებიც იდგნენ და მათ ასე ჰაერში ვერ დავტოვებდი. თითოეულს გავესაუბრე და საერთო აზრი იყო, რომ პარტია დაგვეტოვებინა,“ -აღნიშნა მან.

გირგი ხაზიური ამბობს, რომ ხატიას გარდა ზეწოლა პარტიის სხვა წევრებზეც მიმდინარეობს.
„ზეწოლა ხორციელდებოდა რობერტი არაყიშვილზე, რომელიც ჩვენი ზონის ხელმძღვანელი იყო ძირკოკში, ჭანდარსა და ვეჯინში. ის ძალიან წესიერი ადამიანია და ზეწოლის შესახებ არაფერი გაგვიმხილა, უბრალოდ მითხრა, რომ პარტიას ტოვებდა. პრობლემა ის არის, რომ მისი ცოლი და შვილები საჯარო სამსახურებში მუშაობენ. გარდა ზეწოლისა „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვაც მიმდინარეობს. სოფელ ვაჩნაძიანში თებერვალში იყო გაზიფიცირების საკითხი დაგეგმილი, მაგრამ ხელისუფლებამ არ გააკეთა. ცოტა ხნის წინ, დეპუტატობის კანდიდატი სოფელში ავიდა და ხალხს დაპირდა, რომ გაზს გაიყვანდა, ერთი კვირის თავზე მართლაც დაიწყო სამუშაოები. მე მივმართე ცესკო-ს და ჩვენს იურიდიულ სამსახურსაც, რომ ეს იყო მოსყიდვა.“

გიორგი ხაზიური, ამ ყველაფერში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრს გოგი მაჩხაშვილს ადანაშაულებს.
„მაჩხაშვილი არის რუხი კარდინალი და გადაბირებას ის ხელმძღვანელობს. აქამდე ხმას არ ვიღებდი, მაგრამ თვითონ გამომიწვიეს. სერიოზულ ინფორმაციას ვფლობ მაჩხაშვილის დროინდლ მუშაობის პერიოდზე, ის კორუმპირებული პიროვნებაა.“
გიორგი ხაზიურს პასუხობს და მის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საარჩევნო შტაბის წევრი გოგი მაჩხაშვილი.
„ ამ საკითხთან არანაირი შეხება არ მაქვს. ეს ჩვეულებრივი პროცესია, ვიღაც მიდის პარტიიდან, ვიღაც მოდის. ორი კაცი გადმოვა დათოსკენ თუ ხუთი, ეს მათი გადასაწყვეტია. კორუმპირებულად მიხსენიებს და მთელმა რაიონმა იცის ვინ ვინ არის, ხაზიურის პიროვნებაც იციან და ჩემიც. რაც შეეხება გაზიფიცირებას, ეს არის სახელმწიფო პროგრამა,რომელიც შეიძლება რაღაც მიზეზების გამო განსაზღვრულ დროში ვერ დაიწყო. რადგან არჩევნებია, არ უნდა დაწყებულიყო? მომავალ წელს თვითმმართველობის არჩევნებია, შემდეგ საპრეზიდენტო და ამიტომ ყველა საქმე გასაკეთებელი უნდა დარჩეს?! კალაურისა და კახიფარის გაზიფიცირებაც გეგმაშია, მაგრამ ჯერ არ დაწყებულა. ძნელია ასეთი ბრალდებების მოსმენა.“

მისივე თქმით, დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი პრობლემებით ყველა სოფელში ინტერესდება და სხვა პარტიის წარმომადგენლებიც ასევე იქცევიან.


| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.