არჩევნები 2016
დავით სონღულაშვილი - ადგოლობრივ ფერმერებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრები გამართა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა. ის სოფელ შაშიანში ფერმერებს, გურჯაანის მოსახლეობას და გურჯაანში მდებარე სპირტის სახდელი ქარხნის პერსონალს შეხვდა.

შაშიანში დავით სონღულაშვილი გიორგი წიკლაურის ხურმის ბაღს სტუმრობდა. მან ფერმერისგან ბაღის შექმნის ისტორია და მისი სამომავლო გეგმები მოისმინა და ის სიახლეები გააცნო, რასაც სახელმწიფო პროექტების სახით ანხორციელებს. გიორგის 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული აქვს სხავდასხვა ჯიშის ხურმა, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული ბაღი გიორგი წიკლაურმა 2007-2008 წლებში გააშენა და დღემდე განაგრძობს გაფართოებას. მისი თქმით, ხურმის გაშენება მიწის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შეარჩია.

მეორე შეხვედრა შაშიანში შედგა. დავით სონღულაშვილი ნანა უტიაშვილის ჩირის საშრობს ესტუმრა. ნანამ 10 000 ლარის ოდენობის გრანტი "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში მიიღო. მისი თქმით, ჩირის ფართომასშტაბიან წარმოებასთან ერთად სამაცივრე კონტეინერის გაკეთებასაც აპირებს, რათა მიღებული პროდუქცია დიდხანს შეინახოს და ბაზარს უწყვეტად მიაწოდოს.

-„ადგოლობრივ ფერმერებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროექტების შესახებ, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. მაგალითად, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „უმასპინძლე საქართველოში“ და სხვა. ჩემი მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყო თითოეულ თქვენგანს საქმის კეთებაში. მაქსიმალურად ვეცდები, როგორც დეპუტატი, რომ ამ პროექტების სიკეთეების უმეტესობა გურჯაანში წამოვიდეს,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შემდეგი შეხვედრა დავით სონღულაშვილმა გურჯაანში მდებარე სპირტის სახდელი ქარხნის პერსონალთან გამართა. მან თავისი სამომავლო გეგმები გააცნო ქარხნის თანამშრომლებს და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. ქარხანა წელს სრული დატვირთვით მუშაობს და მოსახლეობისაგან აქტიურად იბარებს, როგორც ყურძენს, ისე სხავდასხვა ხილის სახეობას. ქარხანა ძირითადად აწარმოებს საკონიაკე სპირტს, თუმცა უახლოეს პერიოდში იგეგმება ღვინის წარმოება და რეალიზაცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სონღულაშვილმა ქარხანა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

დღის ბოლო შეხვედრა ქალაქ გურჯაანის მოსახლეობასთან გაიმართა. დეპუტატობის კანდიდატმა გურჯაანელებს თავისი ხედვები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა. გურჯაანელები აქტიურად აცნობდნენ თავიან პრობლემებსა და შეფასებებს. გურჯაანელებისთვის მთავარი ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებაა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google