არჩევნები 2016
რა თანხა შესწირეს პოლიტიკურ პარტიებს

წინასაარჩევნოდ, 8 ივნისიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შემოწირულების სახით ჯამში 26 008 857 ლარი მიიღეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემოწირულება - 16 101 506 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 4 205 343 ლარით პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვისაა“.

1 098 207 ლარი შესწირეს „პატრიოტთა ალიანსს“,  1 018 581 ლარი კი "ნაციონალურ მოძრაობას“.

დანარჩენი პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებები ასეთია:

„თავისუფალი დემოკრატები“ – 421 690 ლარი;
„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - 372 841 ლარი;
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ – 231 363 ლარი;
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 177 660 ლარი;
„ეროვნული ფორუმი“ – 92 856 ლარი;
„ჩვენი სამშობლო“ – 67 400 ლარ;
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 59 210 ლარი;
„რესპუბლიკური პარტია“ 59 115 ლარი;
„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 19 800 ლარი;
„საქართველოს მშვიდობისთვის“ – 19 223 ლარი;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 15 215 ლარი;


| Print |
FaceBook Twitter Google