არჩევნები 2016
გიორგი ღვინიაშვილმა ხმა ჩალაუბნის #34 უბანზე მისცა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ღვინიაშვილმა ხმა გურჯაანის #24 ოლქის ჩალაუბნის #34-ე უბანზე მისცა.
აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 806 ამომრჩეველია, ბიულეტენების რაოდენობა 750-ს შეადგენს.

კენჭისყრის პროცესი ამ უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არცერთი საჩივარი არ დაწერილა.



| Print |
FaceBook Twitter Google