არჩევნები 2016
საია-მ თელავის ოლქში 6 საჩივარი დაწერა
ამ დროისთვის თელავი-ყვარლის N27 ოლქში საარჩევნო პროცესს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) 18 დამკვირვებელი აკვირდება. როგორც ოფისის ხელმძღვანელი, მარეხ მგალობლიშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, ამ დროისთვის უბნებზე უკვე 3 საჩივარი დაწერეს, ასევე სამი საჩივარი შეიტანეს საოლქო საარჩევნო კომისიაში.
-„ჩვენი საჩივრები პროცედურული ხასიათის დარღვევებს ეხება. 1. კომიის ერთ-ერთმა წევრმა უარი განაცხადა გადასატან ყუთთან დაკავშირებით წილისყრაში მონაწილეობაზე.
2. მოხდა წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების თვითნებური გადაცვლა.
3. ერთ-ერთი საუბნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა ჩვენს დამკვირვებელს, რომ არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს წილისყრაში მონაწილეობას არ მიაღებინებდა. როგორც მან განმარტა, ცესკო-ს განკარგულებით, ამის უფლება ჰქონდა. მართალია, ეს დარღვევა გამოსწორდა და კომისიის თავმჯდომარემ შენიშვნა მიიღო, საოლქო კომისია ჩაერია და მოაგვარა ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ მაინც დავწერეთ საჩივარი საოლქოში, როგორც თავმჯდომარის მიერ კანონის არასწორი განმარტება, რამაც კომისიის წევრები შეცდომაში შეიყვანა.“

მარეხ მგალობლიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წილისყრის პროცედურებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დარღვევები პირველ ტურშიც გამოვლინდა, რაზეც საია-მ საჩივრები დაწერა.
-„სასამართლომ განიხილა და წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა შეაფასა, როგორც კომისიის წევრის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. მის მიმართ დისციპლინური სახდელიც იქნა გამოყენებული.“

საია-ს განცხადებით, თელავის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენლებმა გარკვეულ უბნებზე წილისყრაში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ იყო უბნები, სადაც ამ პროცედურაზე კვლავ უარი განაცხადეს.
| Print |
FaceBook Twitter Google