არჩევნები 2017
გიორგი ღვინიაშვილმა ხმა ჩალაუბნის #34 საარჩევნო უბანზე მისცა
პარლამენტარმა და პარტია "ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა საკუთარი არჩევანი #12 გურჯაანის ოლქის #34 ჩალაუბნის საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
-„ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, „ქართული ოცნებამ“ ხუთი წლის განმავლობაში სადამდე მიიყვანა ქვეყანა. ყოველდღე იზრდება სიღატაკე, უკიდურესად უჭირთ ადამიანებს. ისინი არ საუბრობენ პენსიისა და სოციალური დახმარების მომატებაზე, გაძვირდა მედიკამენტები. დღევანდე დღეს იმიტომ აქვს დიდი მნშვნელობა, რომ ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა გასცეს „ქართული ოცნების“ ასეთ უკუსვლას.“-აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე სერიოზულ დარღვევას ამ დროსითვის  ადგილი არ ჰქონია.

| Print |
FaceBook Twitter Google