თეგი : ვეჯინი
სტატიები

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი
თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04.09.2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კოდისხევის გვირაბისთვის
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა.
13:32 / 14.07.2023

მას შემდეგ, რაც speqtri.ge-მ „კოდისხევის“ გვირაბის შესახებ
ინფორმაცია გამოაქვეყნა, უამრავმა მოქალაქემ მოგვმართა და გამოხატა
ინტერესი, თუ როგორ შეიძლება ამ გვირაბთან მისვლა და დათვალიერება.
სწორედ ამ კითხვით მივმართეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა
დაცვის სამსახურის უფროს სპეციალისტს, თამაზ მარკოზაშვილს, რომელმაც
აღნიშნული გვირაბი ჯერ კიდევ 2008 წელს მოინახულა.
21:02 / 13.07.2023
![ვეჯინის ,,კოდისხევის" ნაპირზე აღმოჩენილი გვირაბი [Photo] ვეჯინის ,,კოდისხევის" ნაპირზე აღმოჩენილი გვირაბი [Photo]](/pictures/4/b0b557d760de09b1035eddee9af14ad6.jpg)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი
სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე საინტერესო
ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ საიდუმლო გვირაბის შესასვლელი 2008
წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ვეჯინში ადიდებულმა
,,კოდისხევმა" ნაპირი მოგლიჯა.
16:31 / 12.07.2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ვეჯინში შიდა საუბნო გზის
რეაბილიტაციას ახორციელებს, რომელიც მოიცავს 1167 მეტრი სიგრძის გზაზე
ასფალტის საფარის დაგებას, ასევე ეზოებში შესასვლელებისა და
მიერთებების მოწყობას.
10:55 / 07.07.2023

ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ ვეჯინში სავარგულებამდე მისასვლელი
გზები კვლავ დაზიანებულია. როგორც ნაციონალური მოძრაობის
წარმომადგენელი, ვეჯინში მცხოვრები ელმირა ბეციაშვილი speqtri.ge-სთან
საუბარში ამბობს, საჭიროა გრეიდერით მოსწორება, მაგრამ ტექნიკის
გაუმართაობის გამო, ეს ვერ ხერხდება.
15:27 / 14.06.2023

2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს ყველა სკოლამ უნდა
გაიაროს ავტორიზაცია. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაში,
პირველ ეტაპზე, გურჯაანის სამი საჯარო სკოლა ჩაერთვება: სოფელ
გურჯაანის, კალაურის და ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახელობის საჯარო
სკოლები.
16:54 / 10.04.2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკისა და ვეჯინის მოსახლეობა
2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატს
აირჩევს. დღეიდან საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. სააგიტაციო მასალის
გასაკრავი ადგილები დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა.
16:09 / 28.02.2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა.
17:17 / 24.05.2021

სოფელ ვეჯინში საერთო საცხოვრებლისა და ამბულატორიის საკანალიზაციო ჭა
გადავსებულია და ფეკალური მასა დასახლებაში ღიად მიედინება.
17:31 / 28.04.2021