C ჰეპატიტის მკურნალობის მეთოდი შეიძლება შეიცვალოს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, C ჰეპატიტის სამკურნალოდ საქართველოში ახალი თაობის მედიკამენტების დანერგვასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. -"სოფუსბუვირზე მიდის მოლაპარაკებები, ძალიან რეალური. მე ოპტმისტურად ვარ განწყობილი. დეტალებს ჯერ ვერ ვიტყვი, რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა,რაც შეეხება C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ჯანდაცვის ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ამ ეტაპზე შევძელით ის, რაც შევძელით, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები და, შესაბამისად, პროექტიც გაუმჯობესდება".-აღნიშნა მან. მიუხედავად, 60 %-იანი ფასდაკლებისა, მედიკამენტების მაღალი ფასის გამო, ადამიანები მკურნალობას ვერ იწყებენ. 60%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა 10 ათას ადამიანს შეუძლია, თუმცა ამ ეტაპისთვის C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად კომისიამ დადებითი პასუხი 1733 ადამიანზე გასცა, ხოლო მათგან მკურნალობა მხოლოდ 823 დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google