ლამბალოში "ლიბერთი ბანკის" სეიფი წაიღეს [Video]
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული შაჰინ ბ, 1992 წელს დაბადებული სირხან ა, 1994 წელს დაბადებული ნურბაბა ხ, და 1995 წელს დაბადებული თაჯირ ჯ. დააკავეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სირხან ა-მ, ნურბაბა ხ-მ, და თაჯირ ჯ-მ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, "ლიბერთი ბანკის" სერვის ცენტრში ღამით ფანჯრიდან შეაღწიეს, სეიფი, პლასტიკური აგრობარათები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებულმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში, 17 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ფერმიდან მოიპარეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და სოფელ ლამბალოში დააკავეს. მოპარული სეიფი სოფელ ლამბალოში წყლის არხიდან, ხოლო ნურბაბა ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საბანკო პლასტიკური აგრობარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს. სირხან ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებული, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 8 საბრძოლო ვაზნა, ხოლო შაჰინ ბ-ს პირადი ჩხრეკისას – არარეგისტრირებული პისტოლეტი ერთი მჭიდით და 7 საბრძოლო ვაზნით. სამართალდამცველებმა გაყიდულ 5 სულ პირუტყვს სოფელ ლამბალოში მიაკვლიეს და პატრონებს დაუბრუნეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიება ოთხივე დაკავებულის მიმართ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (პირველ ეპიზოდზე – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ", მე-3 ნაწილის "ა" და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, მეორე ეპიზოდზე – სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით). ხოლო სირხან ა-ს მიმართ გამოძიება ასევე მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ხოლო შაჰინ ბ-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით); თაჯირ ჯ-ს მიმართ გამოძიება - ერთ ეპიზოდში დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, ხოლო მეორე ეპიზოდში კი ქურდობის ჩადენაში დახმარებისათვის მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 375-ე და სსკ-ის 24-177-ე მუხლებით). https://youtu.be/TUVsmOXb6zM
| Print |
FaceBook Twitter Google