"თელავის მერიის თასი 2015" - მერიის გუნდმა მოიპოვა
ქალაქ თელავის მერიის თასი ფუტსალში თელავის მერიის გუნდმა მოიპოვა. შეჯიბრებებში მონაწილეობას მუნიციპალიტეტების, ძალოვანი უწყებისა და კომერციული ორგანიზაციების გუნდები იღებდნენ. პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. "თელავის მერიის თასი 2015" - ფუტსალის რეგიონალური გაერთიანებისა და სპორტულ კლუბთა გაერთიანების ,"თელავი" მიერ იყო ორგანიზებული. გამარჯვებული გუნდი ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა დააჯილდოვა.
| Print |
FaceBook Twitter Google