შსს-მ 21 943 400 ლარის პრემია და დანამატი გასცა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ უწყებამ 2013-2014 წლებში 21 943 400 პრემია და დანამატი გასცა. კერძოდ, 2013 წელს 6,229.6 ათასი ლარი პრემია, ხოლო 3,722.4 ათასი ლარი დანამატი გასცა, ხოლო 2014 წელს 4,315.5 ათასი ლარი პრემია, 7,675.9 ათასი ლარი დანამატი. აუდიტის სამსახურიის ინფორმაციითვე, „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების ძალაში შესვლისშემდეგ თანამდებობის პირებზე პრემიები აღარ გაცემულა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა). მინისტრის ბრძანებებით (მაგალითად, 2014 წლის N322პშ - N325პშ, ასევე N328პშ - N335პშ და სხვა) ზემოაღნიშნულ პირებს დაენიშნათ დანამატები.
| Print |
FaceBook Twitter Google