ხირსის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
სიღნაღის მუნიციპალუიტეტის სოფელ ხირსაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია დასრულდა. სიღნღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში საბავშვო ბაღის კარ-ფანჯრები, იატაკი, სველი წერტილები, სამზარეულო და ოთახები, ასევე, ცენტრალური გათბობის სისტემა მოწესრიგდა. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტია გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 40 000 ლარი დაიხარჯა.
| Print |
FaceBook Twitter Google