საშემოდგომო სპარტაკიადის ფინალი კალათბურთში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებს შორის კალათბურთში შეჯიბრი გაიმართა. დასკვნით ეტაპზე მონაწილეობდა რვა გუნდი. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფელ ახაშნის და სოფელ ჩუმლაყის სკოლის გუნდები. დაძაბულ თამაშში ახაშნის გუნდმა გაიმარჯვა. მესამე საპრიზო ადგილი სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულებს მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სპარტაკიადა გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიმართა.
| Print |
FaceBook Twitter Google