გიორგი ღვინიაშვილის ცემის ფაქტზე სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება
ხვალ თელავის რაიონულ სასამართლოში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე იმსჯელებენ. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. საქმეში ბრალდებული გიორგი ჭანყოშვილია, რომელმაც 14 სექტემბერს მევენახეების აქციაზე დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეს მოსამართლე მამუკა წიკლაური განიხილავს. გიორგი ჭანყოშვილის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს. (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე)
| Print |
FaceBook Twitter Google