როდის დაეცემა ტემპერატურა საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო, 24-29 ნოემბერს მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 24-27 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 18-23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 15-20 გრადუსის ფარგლებში. 28 ნოემბერს, სითბოს ფონზე, ზოგან მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. 29 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერეტურა 3-5 გრადუსით დაეცაემა.
| Print |
FaceBook Twitter Google