გასაუბრებაზე 7 აპლიკანტი არ გამოცხადდა
გურჯაანში მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში გამოცხადებულ კონკურსზე გასაუბრების ეტაპი დასრულდა. გასაუბრება 48 აპლიკანტს უნდა გაევლო, თუმცა 7 მათგანი არ გამოცხადდა. საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრის, ბექა მაისურაძის განცხადებით, შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. გამარჯვებული კონკურსანტები ძირითადად სპეციალისტის თანამდებობებს დაიკავებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google